USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
არჩილ თალაკვაძე - IRI-ს კვლევები 8 ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას
дата:  469

გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-8 ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორც არის წარმოდგენილი.

„პირველ რიგში გვსურს ჩვენი პატივისცემა დავუდასტუროთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, აქ ცხადია, არათუ ჩვენ, პოლიტიკური გუნდის წევრებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება და მიღება ისე, როგორც არის წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, როდესაც დაშლის პირას არის და შიგნით გაყოფა/გადანაწილებით არის დაკავებული, უბრალოდ წარმოუდგენელია ამ რეიტინგითაც კი რომ იყოს ასახული საზოგადოების განწყობაში. შესაბამისად, რთულია ამასთან დაკავშირებით სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს თუ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати