USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
თბილისი
არჩილ ხოფერია: წერილი სერიდან - „ქართველები“
თარიღი:  655
სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია, ქართველი მეომრების საბრძოლო გმირობის შესახებ გვიყვება ამბავს:
 
"დაადგნენ, დავაგებით, დაადგებიან!
 
დავალება: დონეცკის ოლქში განთავისუფლდეს წყალგამწმნედი ქარხანა, რომელიც სეპარატისტებს უკავიათ 2014 წლიდან.
ოპერაციაში მონაწილეობენ უკარინის სპეციალური ოპერაციის ძალების ჯგუფი და ქართული ლეგიონის სპეციალური ოპერაციის ძალების ჯგუფი ერთობლივად.
 
სახელებს უსაფრთხოების მიზნით არ ვასაჯარობეთ!
 
მისიის შესრულების დეტალებზე გვიყვება სერჟანტი ბაჩო ბულისკირია, რომელიც ასვე თანამონაწილეა ამ ისტორიის. ( მისივე ნებართვის ვასაჯაროვებთ მის სახელს და გვარს)
 
მიზანი: ქარხნის ტერიტორიის დაკავება და შემდგომი შენარჩუნება ქვეითების დამხამრე ძალის მისვლამდე.
 
აღსანიშნავია, რომ ქართული ჯგუფი უკრინის სპეციალური ოპერაციის ძალებთან მთელი 10 თვის განმავლობაში მუშაობდა, შესაბამისად ჰქონდათ სრული ურთიერთგაგება, პატივსცემა, ნდობა.
 
ჯგუფის ნომერ პირველი ამოცანა იყო შეგროვებინა ინფორმაცია და ეწაროებინა დაზვერვა.
 
სწორედ დაზვერვის შედეგად დადგინდა რომ ქარხნის ტერიოტრიას იცავდა მტრის ერთი გაძლიერებული ოცეული შეიარაღებული ნაღმტყორცნებითა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევბით.
 
ბრძანების თანახმად ქართულ-უკარინულ ჯგუფს უნდა შეეტია ქარხნის ტერიოტრიაზე განალგებული ოცეულსთვის, რის საფუძველზეც ჯგუფმა მოითხოვა სამიზნე ადგილის არტილერიით დამუშავება, თუმცა მოგვიანებით დაზვერვის საფუძველზე გაირკვა რომ შენობაში ინახებოდა დიდი რაოდენობით ქლორი და შესაბამისად ჯგუფმა მოთხოვნა გააუქმა.
ელოდებიან შესაფერის ამინდს.
 
შეტევა იწყება ღამით.
 
გამნაღმველები მიდიან წინ სრულიად უცნობ ტერიტორიაზე.
 
უკან მიჰყვებათ მოიერიშე ჯგუფი.
 
ჯგუფმა დაიკავა სასტარტო პოზიცია შეტევისათვის.
 
გამნაღმველებმა უდიდესი რისკის ფასად, უცნობ ტერიოტრიაზე, ღამით იმუშავეს დაახლეობით ორსაათნახევარი და გაწმინდეს გზა მოიერიშებისთვის..
 
ჯგუფმა შეაღწია ქარხნის ტერიტორიაზე, პირველი სანგარი, რომელსაც იცავს სამი კაცი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, მყისიერად აიღეს და სამივე მოწინააღმდგე გაანადგურეს უხმაუროდ.
 
წინსვლა იწყება მოწინააღმდეგის ტრანშეებით, მიუახლოვდნეენ 120 მმ ნაღმტყორცნების ადგილსამყოფელს რომელსაც იცვას ორი ათული.
ქართულ-უკრაინული ჯგუფი ერთდროულად უტევს ორივე პოზიციას.
 
უკვე უხმაუროდ აღარ გამოდის და იწყება იერიში
 
მოქმედებაში მოდის მთელი ჯგუფი ავტომეტებით, ხელყუმბარებით....
 
ოპერაციამ გასტანა რვა წუთს...
 
ამ რვა წუთში გაანადგურეს მოწინააღმდეგის მთელი ათეული, დაიკავეს 120 ნაღმტყორცნის და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის პოზიციები ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.
 
მეორე მხარეს ანალოგიურად მოქმედებს უკრაინელთა სპეციალური ძალების ჯგუფი, რომელიც ასევე ანადგურებს მოწინააღმდეგის ათეულს, იკავებს ნაღმტყორცნელთა პოზიციას. მათი მხრიდან დაიჭრა მხოლოდ ერთი მებრძოლი.
 
დავალება სანიმუშოდ შესრულდა, დაცვის ოცეული განადგურდა ბოლო კაცამდე, დაიკავეს ქარხანა, და შეინარჩუნეს ტერიტორია მთელი ხუთი დღის ანმავლობაში.......ქვეითების მოსვლამდე....
შეაღწია....
გაანადგურა.....
დაიკავა!.....
მივიდა, დაადგა, გაანადგურაა!...........
მივალთ, შევამოწმებთ, გავანადგურებთ!....
დაადგნენ, დავადგებით, დაადგებიან!...
 
P.s სერჟანტი ბაჩო ბულისკირია ახლა დაჭრილია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.. იგი ისტორიული ამბის და მოქმედების მონაწილე გახლდათ რომელზეც მოვა დრო დავწერ .. მას მინდა ვუთხრა სამშობლო და მშობლიური აფხაზეთი გელოდება ..მიმართულება სოხუმი"
 
საზოგადოება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის