USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
არჩილ ხოფერია - ამბავი ოთხი ტყვისა და გიორგი თარაშვილისა..
дата:  1089

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, რომელიც თავადაც უკრაინასი ომობს, სოციალურ ქსელში ქართველი მეომრის გიორგი თარაშვილის გმირობის შესახებ წერს:

"უკვე მეორეჯერ მიწევს რომ კახელებზე ვწერ არადა ყველაზე მეტი მეგრელია მე გურულებს ვეძებ და კახელებზე ვწერ ბოლოს..

გიორგის ლეგიონის ბაზაზე შეკთხვევით შევხვდი როცა უთხრეს ვინ ვიყავი მითხრა რომ ჩემ შვილთან ერთად თითქმის ერთი წელი ყოველდღე ურთიერთობდა მერე ლაპარაკის დროს მითხრა რომ ისიც ზუსტად ჩემსავით საუბრობდა..
მოკლედ როცა ომი დაიწყო ლეგიონში მოვიდა სადღც ორი ხელყუმბარა დაითრია და ბლოკპოსტებზე ღამით ამით მორიგეობდა ზუსტად იქ საიდანაც გარღვევა იყო მოსალოდნელი..ირპენში მდგარ ბატალიონთან აღმოჩნდა და როცა ეს შენაერთი რუსების უკანდახევის შემდეგ სხვაგან გადაჰყავდათ ბატალიონის მეთაურმა შესთავაზა მათთან წასვლა და ასე აღმოჩნდა ერთადერთი ქართველი შენაერთის შემადგენლობაში რუსეთის საზღვართან..
სხვათა შორის პირველი ხუთი თვე არც ხელფასი ჰქონია და არც საბუთები სანამ ბატალიინის მეთაურმა თავად არ მისცა ყველაფერი მათ შორის ბარათი სადაც ხელფასი ჩაერიცხებოდა..
რუსეთის საზღვართან განლაგებულ პირველივე სოფელში არავინა მაგრამ მოდის ინფორმაცია რომ სოფელში რუსული სადაზვერვო ჯგუფია ..ბატალიინის დაზვერვის შტაბში მიდის მსჯელობა რა ? როგორ? ვინ? როგორც ყოველთვის მოხალისეებზე პრობლემებია..ჰოდა ბატონი გიორგი არ ელოდება არავის იმის თავად სრულიად მარტო მიდის სოფელში .. ეტყობა მტრის ჯგუფი არ ელოდა ასეთ სითავხედეს და სრულიად თვალდაჭყეტილი დარჩა როცა შავი კახელი ყივილით შეუვარდა ნი სმესტა ვაშუ მატო და დაკა დაკა და ოთხივეს დინგი მიუნგრია ყბა გვედზე მოუქცია გაკოჭა ( სურათები ვნახე) და ბატალიინის შტაბში დარეკა მოდითო ჯო გაირეკეთ ეგ სამგლეებიო მერე კიდენა როგორც ხდება გამარჯვებას უკვე უამრავი მონაწილე თანამონაწილე გამოუჩნდა..
მერე სხვებმა ბიჭებმა ის მოყევიო მტრის პოზიციებზე რო გადახვედი და მტრის ორი ტყვიამფრქვევი წამაიღეო  მე ვუთხარი ადგნენ და ენგრე გამოგატანეს მეთქი არაფერი არ უთქვამთო?) კი ეძინათო )))მერე არ შააღვიძე მეთქი არაო ჩაიცინა ბოროტი ჩაცინებით ისე ტკბილათ ეძინათ მაგაი როგორ გავაღვიძებდიო ..ალბათ ახლაც ძინავთ..
სული ჩვენი კი რომელსაც ათასწლეულები კლავდნენ ცოცხალია და ასეთ თარაშვილებში ცოცხლდება ჟამიდან ჟამზე და ამიტომ ყველას ყველაფერი წინ ააქვს მათ შორის მტრებს საქართველოისი...
 
общество
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати