USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
თბილისი
არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში პრეცედენტული დავა მოიგო - სამშენებლო კომპანია მილიონამდე ლარს აანაზღაურებს
თარიღი:  514

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სამშენებლო ინდუსტრიაში სამართლებრივად ერთ-ერთი რთული დავა მოიგო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, რომლითაც სამშენებლო კომპანიას, ამხანაგობას და ამხანაგობის ცხრა წევრს პარტნიორი სამშენებლო კომპანიისთვის მოთხოვნილი 338,250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარიდან 215 220 აშშ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაევალა. ორგანიზაცია, რეპუტაციული რისკის გამო, შეგნებულად არ ასახელებს პროცესის მონაწილე მხარეებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანის მიზანს წარმოადგენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. ბათუმში. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიქმნა ამხანაგობა, რომლის დამფუძნებლებიც, მოსარჩელე კომპანიასთან ერთად, ამხანაგობის წევრები იყვნენ. ამხანაგობაში ფიზიკური პირების შენატანს წარმოადგენდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო მოსარჩელე კომპანიის შენატანს - ვალდებულებები, რაც გამოიხატებოდა: საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება-დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებაში (მშენებლობის ნებართვის ჩათვლით), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენებაში და ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტაში, ასევე საკომპენსაციო თანხის გადაცემაში.

2013 წლის 20 მაისს, მოსარჩელე კომპანიამ ფინანსური პრობლემების მიზეზით, ამხანაგობათან  დადო გასვლის ხელშეკრულება. ამ დროისთვის, მას უკვე შესრულებული ჰქონდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ, მობინადრეების დაკმაყოფილებისა და მათი საჭირობების უზრუნველყოფის მიზნით, სადაც დაიხარჯა 123,050 აშშ დოლარი, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტისსთვის - 215,220 აშშ დოლარი. მასვე მოპოვებული ჰქონდა სამშენებლო ნებართვა ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში. სამშენებლო საქმიანობა გადაიბარა ახალმა კომპანიამ, მაგრამ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდგომ, ადგილი არ ჰქონია რესტიტუციას, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის თანმდევი პროცესია. ჯამში, მოსარჩელე კომპანიის მიერ დახარჯულმა თანხამ შეადგინა სადავო 338,250 აშშ დოლარი.

წარმოებული დავის სირთულეს წარმოადგენდა 2013 წლის 20 მაისს მოსარჩელე კომპანიასა და ამხანაგობას შორის გასვლის ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „მხარეებს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ“. ამავე ხელშეკრულების თანახმად, „წევრის გასვლისას, მას უკან უბრუნდება მის მიერ უკვე  გადახდილი შენატანები, იმ ხარჯების გამოკლებით, რაც აუცილებელია გასვლის რეგისტრაციისთვის. ამხანაგობა უფლებამოსილია დააყოვნოს  დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე, თუ თანხის გაცემით საფრთხე ემუქრება ამხანაგობის ნორმალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ წელს წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ნაწილ-ნაწილ.“

მოსარჩელე კომპანია ამტკიცებდა, რომ ,,ფინანსური პრეტენზიები არ გააჩნიათ" არ უნდა გაიგივებულიყო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნაზე უარის თქმასთან. ამ ჩანაწერით, კომპანიამ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი პრეტენზია არ გააჩნდა მხარის მიმართ. ის გარემოება, რომ კომპანიას სწორედ ერთი წლის შემდეგ წარმოეშობოდა ასეთი მოთხოვნის უფლება, აღნიშნული პირდაპირ იქნა აღნიშნული მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ დადებულ 2008 წლის ხელშეკრულებით. შესაბამისად, მხარე სასამართლოს წინაშე სვამდა საკითხს, რომ გაზიარებულიყო დასაბუთება იმის შესახებ, რომ რესტიტუციის დადგომისას კუმულაციურად უნდა შემოწმებულიყო მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის დაწყების შესახებ და ამხანაგობიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულების პირობები. სავარაუდოდ, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე კომპანიას რესტიტუციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდა არა 2013 წლის 20 მაისიდან, არამედ 2014 წლის 20 მაისიდან. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 24 ოქტომბერს და მოსარჩელემ რესტიტუციის მოთხოვნისთვის დაიცვა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და ამ ვადის გასვლამდე - 7 თვითა და დაახლოებით, 1 კვირით ადრე შეიტანა სასამართლოში სარჩელი. 

საქმემ საერთო სასამართლოების სამი ინსტანცია განვლო და ხელახალი განხილვისთვის ისევ წარმოებაში დაბრუნდა.

  • 2018 წლის 26 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით;
  • 2019 წლის 19 თებერვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რაც მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით;
  • 2019 წლის 6 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19/02/19 განჩინება.

შესაბამისად, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე, ახალი სამართალწარმოების პირობებში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე სალიხ შაინიძის თავმჯდომარეობით, მიიღო მოსარჩელე კომპანიის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. ამავე სასამართლომ 2020 წლის 16 ოქტომბერს, ასევე სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე კომპანიის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის უძრავ ქონებებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამოყენებაზე. მთლიანობაში, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა 1421.55 კვ.მ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებზე.

სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.