USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
„არჩევნები თურქეთში და ტერორიზმთან ბრძოლა“ - «TRT-Türkiye Radyo Televizyon Kurumu» (თურქეთი)
Date:  

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Türkiye Radyo Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არჩევნები თურქეთში და ტერორიზმთან ბრძოლა“, რომელშიც განხილულია საკითხი - გაგრძელდება თუ არა ქურთულ ტეროროზმთან ბრძოლა, თუ 14 მაისს, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიცია გაიმარჯვებს?

„თურქეთის საარჩევნო მარათონი დასასრულს უახლოვდება. 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა: ალიანსების პოზიციები ბევრ თემაზე განსხვავებულია, თუმცა, ამ თემებს შორის ტერორიზმთან ბრძოლა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეჯეფ ერდოღანის ისევ არჩევის შემთხვევაში ტერორიზმთან ბრძოლის პარადიგმა გაგრძელდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქემალ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს, ამ კონტექსტში სერიოზული გაურკვევლობა და შეშფოთებაა.

გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:   

ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლების თამაშები ყოველთვის ყალიბდება კონფლიქტებისა და ქაოსის ტყვეობაში, თურქეთის კუთხითაც მსგავს სიტუაციაზეა შესაძლებელი საუბარი. როგორც რეგიონალური აქტორების, ისე გლობალური ძალების თვალსაზრისით, ტრადიციად იქცა ახლო აღმოსავლეთში ინტერესების დასაცავად მარიონეტების გამოყენება. ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ PKK-ს, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის თურქეთში გაჩენის შემდეგ კი სირიაში, ერაყსა და ირანში მის ქვეორგანიზაციების გაჩენა, ძალაუფლების ბრძოლის თურქეთთან დაკავშირებული ნაწილი წარმოიქმნა.

ტერორისტული ორგანიზაცია PKK, განსაკუთრებით ასადის რეჟიმთან დაკავშირებული კომუნიკაციების მიერ იყო ორგანიზებული და გამოყენებული თურქეთის წინააღმდეგ. ათწლეულების განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა ტერორიზმის გამო. ტერორისტული ორგანიზაციის სირიულმა სტრუქტურამ კი 2011 წელს ქვეყანაში სამოქალაქო ომით ისარგებლა და დაიწყო გაძლიერება და მოქმედება. მან შექმნა შეიარაღებული ნაწილები სირიაში YPG-ს სახელით, დაამყარა კონტროლი აფრინის, აინ ალ-არაბის და ჰასეკეს რეგიონებზე და იქ კანტონები დააარსა. PKK სირიაში განვითარებულ მოვლენებს დიდ შესაძლებლობად თვლიდა. როგორც KCK-ს სტრუქტურამ კანდილში, ასევე აბდულა ოჯალანმა იმრალიში და პოლიტიკურმა განშტოებებმა თურქეთში PYD/YPG როგორც მთავარი ამოსავალი წერტილი დაინახეს. თურქეთში „გადაწყვეტის პროცესის“ გამოყენებით ტერორისტულმა ორგანიზაციამ მთელი თავისი ენერგია სირიაში გადაიტანა.

2016 წლის 15 ივლისს თურქეთში გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სირია იყო. თურქეთი მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა რთულ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებით დიდ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის, ის ასევე ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ გლობალური მოთამაშეობისკენ. ტერორიზმი ყოველთვის ჩნდებოდა იარაღად თურქეთის წინააღმდეგ, თურქეთის გლობალური ძალის იდეალის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მთავარ მიზნად, რომლის განხორციელებასაც FETÖ ცდილობდა, უნდა განიხილებოდეს, როგორც თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკის შეცვლა და სირიაში არაფრისგან  ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის ხელის შეშლის აღკვეთა.

თურქეთის მიერ 15 ივლისის შემდეგ კი პრეზიდენტ ერდოღანის მტკიცე პოლიტიკური ნებით, ახალი უსაფრთხოების დოქტრინით სირიაში საზღვრის მიღმა დიდი სამხედრო ოპერაციის დაწყება არსებითად არის პასუხი ამ ძალისხმევაზე. ამ კონტექსტში 15 ივლისი ჩვენს წინაშე დგას, როგორც დიდი ეტაპი. როგორც FETÖ-სგან უსაფრთხოების ბიუროკრატიის თაოსნობით სტრატეგიული ინსტიტუტების გაწმენდა, ასევე აქტიური ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციების PKK/YPG-ს წინააღმდეგ, ახალ საუკუნეში ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტში ჩვენს წინაშე დგას, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი პარადიგმა, რომელიც გარდაქმნის თურქეთს  გლობალურ ძალად. თურქეთში რთულ რეგიონში ის თამაშს წესების მიხედვით თამაშობს, რათა გადარჩეს რთულ რეგიონში.

აქედან გამომდინარე, თურქეთის ბრძოლა PKK/YPG-ს ტერორიზმთან არის ზეპოლიტიკური, ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. საჭიროა ოპოზიციამაც საკითხს ასე შეხედოს. თუმცა, ოპოზიციაში, რომელიც საკუთარ თავს ექვსეულის მაგიდას უწოდებს, ტერორიზმთან ბრძოლის განსხვავებული პერსპექტივები შეშფოთებას იწვევს. ის ფაქტი, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც ასევე არის ეროვნული ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი, PKK-ს პოლიტიკურ განშტოება HDP/YSP-სთან თანამშრომლობს, ქმნის წარმოდგენას, რომ მისი მმართველობის შემთხვევაში ტერორიზმთან ბრძოლა შესუსტდება. ოპოზიციამ უნდა განმარტოს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს ქმედება, რომელიც ამ შეშფოთებას გააქარწყლებს.

წყარო: https://www.trt.net.tr/

 

 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way