USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
არამიანცის ეზოში მოქმედი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის აგების ისტორია
дата:  2778

ციკლიდან თბილისური ტაძრების ისტორია

"არამიანცის" საავადმყოფოს ეზოში ტაძარს არქიმანდრიტი სოგრატე ჭულუხაძე 2 წლის განმავლობაში აშენებდა.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია 2004 წელს იკურთხა.

ტაძრის ასაშენებლად ადგილი მამა სოგრატმა მაშინ შეარჩია, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკა " გულში" მკურნალობდა . სანამ გამოწერდნენ, ყოველდღე დასეირნობდა არამიანცის ეზოში და ათვალიერებდა. მალევე გადაწყვიტა ტაძრის აგება. " მე კი არ უნდა ავაშენო, ღმერთი თავად ააშენებსო." - ამბობდა მაშინ მამა სოგრატე.

იმ დღეებში მეუფე ანანიამ მოძღვარი კლინიკაში მოინახულა, ორივენი გარეთ გამოვიდნენ და იმ ადგილას ილოცეს, სადაც ამჟამად თავად არის დაკრძალული მამა სოგრატე. მაშინ თქვეს, რომ ამ ადგილიდან დიდი მადლი მოდიოდა.

ტაძრის მშენებლობა მრევლის შემოწირულობით 2002 წელს დაიწყო. ტაძარის ეზოს ყურძნის ხეივანი, კიპარისის და ზეთისხილის ხეები ამშვენებს. ეკლესია ზურმუხტისფერი ქვითაა მოპირკეთებული და სრულადაა მოხატული.

ყველაფერს მამა სოგრატის ხელი ეტყობა, რომელიც 83 წლის ასაკში 2016 წელს გარდაიცვალა და იქვე ტაძრის ეზოშია დაკრძალული. საფლავზე ადამიანები დღემდე მოდიან და მამა სოგრატს სნეულებისგან განკურნებას სთხოვენ.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати