USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, დუბაის აეროპორტში 290-მდე ავიარეისი გაუქმდა
თარიღი:  470

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები, ჩამოინგრა შენობების ფასადები. დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და სკოლები დაიხურა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი აცხადებს, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგას და მგზავრებს ურჩია, აეროპორტში არ მივიდნენ, თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის.

Flight Aware-ის მონაცემებით, ოთხშაბათს დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და აეროპორტიდან, დაახლოებით, 290 ავიარეისი გაუქმდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ-ხაიმაში, სტიქიას 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, მას შემდეგ, რაც მოვარდნილმა წყალმა მისი ავტომობილი წაიღო.

წყალდიდობას ებრძვიან ომანშიც. საჰამში მაშველებმა გოგონას ცხედარი იპოვეს, რითაც ქვეყანაში კვირიდან დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილი, ძლიერი წვიმა და ქარი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის