USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
„არა რუსეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - ამ სლოგანით პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ
Date:  442

არა რუსეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - ამ სლოგანით პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

აქციაზე, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ახლა გაერთიანების დროა სწორედ საერთო მტრის - რუსეთის წინააღმდეგ. მათი თქმით, აქციაზე მისულ ყველა სტუდენტს ერთი მიზანი აერთიანებს და ეს არის ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში.

„ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებსაც საერთო ინტერესი გვაერთიანებს. სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ვართ, აქ არის GIPA, ილიას უნივერსიტეტი, თსუ, „ალტე“, აქ არიან მეგობრები ბათუმიდანაც. ჩვენ, ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი - საქართველოს ევროინტეგრაცია და იმ პარტიების დასრულება, რომლებიც პირდაპირ რუსულ გავლენას ავლენენ საქართველოში”, - განაცხადა GIPA-ს უნივერსიტეტის სტუდენტმა, გიორგი დუმბაძემ.

პარლამენტში კანონპროექტის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” განხილვის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციაზე მყოფებს წარმოდგენილი აქვთ ბანერები წარწერებით “არა რუსულ კანონს”, “not to Russia, yes to Europ”.

იმის საყვირების ხმა და შეძახილები “ქართული ოცნების” მისამართით- “რუსებო” “მონებო”, “მდინარაძე მონა, მამუკა რუსი”.a

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way