USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
"არ ვართ თანახმა ონლაინ სწავლებაზე" - მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა დადიანის ქუჩა გადაკეტეს
Date:  360

მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა დადიანის ქუჩა გადაკეტეს. მათ მოთხოვნებს შორის არის, რომ დაჩქარდეს მეათე სკოლის მშენებლობა.

ისინი ონლაინ გაკვეთილებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, სკოლის აშენებამდე დაჩქარდეს ალტერნატიული ფართის მოძიება.

„1. არ ვართ თანახმა შეიცვალოს არსებული ცვლები!

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა არ დაირღვეს ბავშვების უფლებები, არ შეიცვალოს მათი სწავლის გრაფიკი, რომელიც მრავალი წელია ისედაც არასტაბილური და მოუქნელია სკოლის არ ქონის და შენობიდან შენობაში გადაბარგებების წყალობით!

2. არ ვართ თანახმა ონლაინ სწავლებაზე, რადგან პანდემიის პერიოდში არსებულმა ამ პრაქტიკამ სავალალო შედეგი გამოიღო ბავშვების განათლების დონეზე.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი შვილების ჯეროვანი სწავლება, რასაც ონლაინ რეჟიმში სწავლება სრულიად გამორიცხავს!

ამიტომ, ვაპროტესტებთ ონლაინ გაკვეთილებს და ვრჩებით პროტესტის რეჟიმში მანამ სანამ სამინისტროსგან არ იქნება დასაბუთებული და მკაფიო ნაბიჯები გადადგმული არსებული პრობლემების მოსაგვარებლად!

მოვითხოვთ, დაჩქარდეს ფართის მოძიება და არა თიმსის იუზერების და პაროლების აღდგენა!

3. არ ვართ თანახმა სკოლა გაიყოს ორ ნაწილად, დაწყებითები და მაღალი კლასები სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ იმიტომ, რომ უფროს-უმცროსი დედმამიშვილები დადიან ერთად და ეს გადაწყვეტილება ძალიან გაართულებს როგორც ბავშვების ასევე მშობლების მდგომარეობას!

ასევე, გასათვალისწინებელია რომ ორად უნდა გაიხლიჩოს დირექცია-მასწავლებლებიც.

4. მოვითხოვთ, განათლების სამინისტრომ შეასრულოს თავისი მოვალეობა და სასწრაფო წესით მოიძიოს ალტერნატიული ფართი და არ გაგვისტუმროს მშობლები სიტყვებით "მოიძიეთ და თუ იპოვით ფართს გადაგიყვანთ"! ყველა ფართი, რომელიც აქამდე დაათვალიერეს სამინისტროს წარმომადგენლებმა ისედაც მოძიებული იყო მშობლების მიერ.

მოვითხოვთ ყველამ გაითავისოს თავისი პასუხისმგებლობა და მოვალეობები და შეასრულოს პირნათლად დაკისრებული ვალდებულებები.

5. ასევე მოვითხოვთ დაჩქარდეს მეათე სკოლის მშენებლობა! რომლის არ აშენების და ვადების დარღვევის წყალობით ჩვენს შვილებს უწევთ არასათანადო პირობებში სწავლა!“,- აღნიშნავენ მშობლები.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way