USD 2.6849
EUR 2.8804
RUB 2.8747
Тбилиси
არ გამოიყენოთ ღვინო დასაბასტურმებლად - რამდენიმე მეთოდი, როგორ უნდა შეწვათ მწვადი სწორად სახლსა თუ საპიკნიკე პირობებში, რათა საფრთხე არ შეგექმნათ
дата:  1020

ნახშირზე მწვადი მალე იწვება, მისი  შეწვისას გარეთა ფენის ტემპერატურა 150 გრადუსია, შიგნითა ფენის ტემპერატურა სიღმის მიხედვით იკლებს, თუმცა თუ მწვადი მაღალ ცეცხლზეა, შესაძლოა გარედან ისე დაიწვას, რომ შიგნიდან ვერც კი მოასწროს შეწვა. 

მწვადის შეწვისას არ უნდა იყოს ცეცხლი და ნაკვერჩხალი არ უნდა იყოს გავარვარებული, მკვეთრი წითელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შამფური ხშირად ატრიალოთ, რადგან რაც უფრო მეტი აქვს გარედან მწვადს შავი, დამწვარი ნაწილები, მით უფრო კანცეროგენულია ის. არსებობს მწვადი შეწვის სხვადასხვა მეთოდიც, მაგალითად შეგიძლიათ მწვადი ფქვილში ამოავლოთ, და ნაკვერჩხლზე შეწვათ. შემწვარი ხორცის ნაჭრებს მარტივად მოძვრება გარეთა ფქვილიანი გარსი,  შიგნითა ფენა კი უსაფრთხო და გემრიელი იქნება. ასევე შეგიძლიათ მწვადი შავ, უალკოჰოლო ლუდში დააბასთურმოთ. ასეთი მწვადი ძალიან სწრაფად იწვება და მცირეა იმის შანსი, რომ გარედან დაიწვას. უმჯობესია, თუკი დასაბასთურმებლად არ გამოიყენებთ ძმარს, ღვინოს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს.

შედარებით უსაფრთხოა მწვადი, რომელიც სპეციალურად მოწყობილ მაყალზე  ვერტიკალურად იწვება,  რადგან ასეთი მოწყობილობა უზრუნველყოფს, რომ ცხიმი არ დაეწვეთოს  ნაკვერჩხალზე,   კვამლიც ზემოთ ადის და არ ბოლავს ხორცს.  ამ მხრივ უსაფრთხოა ელექტრო მაყალიც, თუმცა მას ბუნებაში ვერ წაიღებთ და მხოლოდ სახლის პირობებში გამოგადგებათ. თუ მწვადის შეწვას სახლში გადაწყვეტთ და ამისთვის ელექტრო მაყალი არ გაქვთ, რეცეპტს გასწავლით:

 

 დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა,  წამოაცვით ხის ჩხირებზე ბეკონთან ერთად, მოათავსეთ ჩხირები სამლიტრიან ქილაში, დაუმატეთ გრძლად დაჭრილი ხახვი ისე, რომ ქილის ფსკერი დაიფაროს. ქილას  ზემოდან დააფარეთ ფოლგის ქაღალდი და ასევე ფოლგით შეფუთეთ ქილიდან ამოყოფილი ხის ჩხირებიც. მოათავსეთ ცივ ღუმელში და შეწვით 180 გრადუს ტემპერატურაზე 50 წუთის განმავლობაში. ასეთი მწვადი ძალიან გემრიელი და საკმაოდ უსაფრთხოცაა, არ დაგავიწყდეთ მწვადი ჩვეულებრივ მოხარშულ ხორცზე უფრო დაბალკალორიული პროდუქტია და მას ხშირად წონაში კლების მიზნით დიეტაზე მყოფი ადამიანები ხშირად მიირთმევენ.  ასე რომ, ნუ იტყვით უარს მწვადზე, უბრალოდ მიირთვით ის იშვიათად და რაც მთავარია სწორად მომზადებული.

არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომელსაც მწვადის მოყვარულები მიმართავენ. დიდი რაოდენობით ბოსტნეული მწვადთან ერთად. ბოსტნეული შედგება უჯრედისისგან და ანტიოქსიდანტებისგან, რომელიც კანცეროგენულ ნივთიერებების მოქმედებას აქვეითებს. მაგალითად, შუა აზიელები, ერთ ულუფა მწვადს, კილოგრამამდე სხვადასხვა ბოსტნეულს აყოლებენ. 

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати