USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
აპრილში, თბილისში $244 მლნ-ის ბინები გაიყიდა
Date:  687

აპრილში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა - ამის შესახებ Colliers Georgia მიერ უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის აპრილში თბილისში 3,256 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის მარტთან შედარებით მცირედ 2.6%-ით არის შემცირებული. ბაზრის ზომა კი 6.6%-ით, 244 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

დედაქალაქში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც პირველადი ბაზრის ხარჯზე მოხდა.

„გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას“, - აღნიშნავენ Colliers Georgia-ში.

ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება და ბინების გაყიდვები, 2024 წლის აპრილთან შედარებით 21.3%-ით არის შემცირებული.

2025 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით ფართო ცენტრში - 12.9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში - 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 8.1%-ით მოიმატა.

ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 13.8%-ით გაიზარდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირველად ბაზარზე ზოგიერთი ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვის საშუალო ღირებულებას 2025 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით გარეუბანში - 7.5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში - 4.4%-ით, ხოლო ფართო ცენტრში სულ რაღაც 1.5%-იანი კლება დაფიქსირდა.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way