USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
აპატურაი ლაშქარავაზე: მას შემდეგ, რაც ბრბომ სცემა, მისი გარდაცვალება შემაშფოთებელია
дата:  572

ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც აპატურაი წერს, ოპერატორის გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ის ბრბომ სცემა, შემაშფოთებელია.

„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიაში უმცირესობები დაცულები არიან; დაცულია მედია; დაცულია თავისუფალი მეტყველება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, - წერს აპატურაი Facebook-ზე.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати