USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ანტონიო გუტერეში: ღაზა ბავშვების სასაფლაო ხდება
Date:  527

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზა „ბავშვების სასაფლაო“ ხდება და ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის.

„განვითარებული კატასტროფა ყოველი საათის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, აუცილებელია ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.

„კონფლიქტის მხარეები და საერთაშორისო თანამეგობრობა ფუნდამენტური პასუხისმგებლობის წინაშე დგანან: შეაჩერონ ეს არაადამიანური კოლექტიური ტანჯვა და მკვეთრად გააფართოონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში. ღაზაში არსებული კოშმარი უფრო მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული კრიზისი. ეს არის კაცობრიობის კრიზისი“, - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way