USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ანტონიო გუტერეში - ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომებით ჩაახშო
Date:  644

ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემია საბაბად გამოიყენა და განსხვავებული აზრი უსაფრთხოების მკაცრი და საგანგებო ზომებით ჩაახშო, ძირითადი თავისუფლებების კრიმინალიზაცია მოახდინა, ინფორმაციის დამოუკიდებელი გავრცელება და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეზღუდა, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, გუტერეშმა აღნიშნა, რომ რიგი ქვეყნების ხელისუფლებებმა კოვიდ 19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვები თავიანთი პოლიტიკური ოპოზიციის დასასუსტებლად გამოიყენეს და იყენებენ.

„ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკურ აქტივისტებსა და სამედიცინო სპეციალისტებსაც კი აკავებენ, აშინებენ და უთვალთვალებენ იმის გამო, რომ ისინი პანდემიის მიმართ მთავრობის რეაგირებას აკრიტიკებენ“, - განაცხადა გაერო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ”პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები საარჩევნო პროცესების ჩაშლის, ოპოზიციის ხმების შესუსტებისა და კრიტიკის აღსაკვეთადაც“ კი იყენებენ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way