USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ანტონიო გუტერეში - კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიცია გვჭირდება
თარიღი:  1002

COVID19-ის ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიციის შექმნა გვჭირდება, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიცია გვჭირდება. ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და ყველგან“, - წერს ანტონიო გუტერეში.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 2 მილიონ 250 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 154 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 571 ათასს აჭარბებს.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის