USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ანქვაბის მდგომარეობა დამძიმდა, მას რუსეთში გადაიყვანენ
дата:  306

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ჰოსპიტალიზებული იყო,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რუსეთის კლინიკაში გადაიყვანენ – ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის  ვებ-გვერდი ავრცელებს.

“პრემიერ მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის რუსეთში გადაყვანის გადაწყვეტილება 7 იანვარს, სამედიცინო კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომელიც გუდაუთას ცენტრალურ საავადმყოფოში გაიმართა. მედიკოსთა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად მიიღეს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმების თქმით, ანქვაბის მდგომარეობა “საშუალო სირთულისა და ზომიერად სტაბილურია, მას ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.”

ალექსანდრე ანქვაბს კორონა ვირუსი 30 დეკემბერს დაუდგინდა. იგი მკურნალობას თავდაპირველად საკუთარ სახლში გადიოდა და ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. 4 იანვრიდან მისი მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. ანქვაბი გუდაუთას საავადმყოფოში მკურნალობდა, რომელიც კორონა ვირუსის წინააღმდეგ მომუშავე ძირითადი დაწესებულებაა დე ფაქტო აფხაზეთში.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати