USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Tbilisi
ანჯელინა ჯოლიმ ჩერჩილის ნახატი 7 მილიონ ფუნტად გაყიდა
Date:  913

სერ უინსტონ ჩერჩილის  ფუნჯით  შექმნილი ტილო კინოვარსკვლავმა 7 მილიონ დოლარად გაყიდა კრისტის აუქციონზე ლონდონში.ახალმა მესაკუთრემ ანონიმად დარჩენა ისურვა.

ზეთში შესრულებული ნახატი სახელწოდებით „კოტუბას მეჩეთის მინარეთი“  შეიქმნა მაროკოს ქალაქ მარაკეშში, სადაც ისვენებდა ჩერჩილი მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო  კასაბლანკაში გამართულ   მოკავშირეთა კონფერენციაში 1943 წლის იანვარში.

კასაბლანკის კონფერენცია ისტორიაში იმით შევიდა, რომ   სწორედ ამ  შეკრებაზე დაისახეს მოკავშირეებმა მიზნად გერმანიის უსიტყვო კაპიტულაცია და მიიღეს მესამე რაიხზე მასირებული ავიაიერიშების დაწყების გადაწყვეტილება.

კრისტის სააუქციონო სახლის წარმომადგენელმა ნახატს  უწოდა  „ჩერჩილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი“ . ეს გახლავთ მეორე მსოფლიო ომის წლებში შექმნილი მისი ერთადერთი პეიზაჟი.

ავტორმა ნახატი ფრანკლინ რუზველტს აჩუქა. რამდენიმე პატრონის გამოცვლის შემდეგ  ანჯელინამ იგი შეიძინა 2011 წელს ნიუ-ორლეანში გამართულ აუქციონზე. ახალი მესაკუთრის ვინაობა კი უცნობია.

აუქციონის მიმდინარეობისას ნახატის ფასმა ნახევარი მილიონიდან 7 მილიონ ფუნტამდე აიწია და ამით მოხსნა ჩერჩილის ნახატების ფასის რეკორდი, რომელიც აქამდე 1, 8 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

ხატვა სერ უინსტონ ჩერჩილის ერთ-ერთი გატაცება იყო, რითაც იგი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ორმოც წელს გადააბიჯა.

„სწორედ ამაშია ჩერჩილის დიპლომატიის არსი-განმარტავს  ნიკ ორჩარდი,  კრისტის სააუქციონო სახლის წარმომადგენელი- მისი „რბილი ძალა“,  ლიდერებს შორის პერსონალური ურთიერთობის ხელოვნება“.

ანჯელინა ჯოლთან ერთად ფერწერული ტილოების კოლექციონერობით გატაცებული იყო მისი ყოფილი მეუღლე ბრედ პიტი.  თანაცხოვრების მანძილზე წყვილმა თავი მოუყარა  ხელოვნების ნიმუშების საკმაოდ ძვირადღირებულ კოლექციას.

 

წყარო BBC NEWS

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way