თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა შეხვედრის ფოტოები, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს პოლონეთში ამერიკული სამხედრო ძალების შემცირებას და მის გაძლიერებას განიხილავს.