USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ანგელა მერკელი - ყველა შეთანხმდა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება
Date:  384

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ზაფხულამდე გახდება.

„ყველა შეთანხმდა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება. ევროკომისიას დაახლოებით სამი თვე სჭირდება ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

მისივე თქმით, სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ.

 

შეგახსენებთ, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ციფრული ე.წ. „კოვიდპასპორტების“ გაცემა ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე საათის წინ გამართულ ვირტუალურ სამიტზე განიხილეს. საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია, რომლებიც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები არიან, მიიჩნევენ, რომ ამგვარი სქემა ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლას, რაც მათ დაეხმარება, თავიდან აიცილონ შარშანდელი კატასტროფული სეზონის განმეორება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way