USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ანგელა მერკელი - კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია
თარიღი:  846

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, დაამტკიცოს კანონი, რომელიც რეგიონების ლიდერებს დაავალდებულებს, დაინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულ დონემდე გაზრდის შემთხვევაში „ლოქდაუნი“ და „კომენდანტის საათი“ დააწესონ.

„სამწუხაროდ, დღეს კიდევ მიწევს იმის თქმა, რომ სიტუაცია სერიოზულია, ძალიან სერიოზული და ის ყველამ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“, - აღნიშნა კანცლერმა.

მისივე თქმით, ქვეყანა მესამე ტალღამ მოიცვა და ჯანდაცვის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. „რეანიმაციების თანამშრომლები დახმარებას დახმარებაზე ითხოვენ და ვინ ვართ, რომ მათი თხოვნა უგულვებელვყოთ?“- განაცხადა მერკელმა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის