USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ანდრიუს კუბილიუსი: თუ შარლ მიშელის მისია წარუმატებელი იქნება, სხვა ვერავინ დაგეხმარებათ - იმედია, ორივე მხარემ იცის, რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია
თარიღი:  760

იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, გადაიჭრას საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება. ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს, - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი.

„ბრიუსელში ყველა ელოდება მკაფიო წინადადებების წარდგენას. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. მმართველმა პარტიამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წარმოადგინოს იდეები. მე იმედიანად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, ორივე მხარემ იცის, თუ რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია და პროცესებში ჩართვა. ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა. შარლ მიშელი მთელი ევროკავშირის ლიდერია და თუ მიშელის მისიას, რომლის მიზანიც მოლაპარაკებების დაწყებაა, შედეგი არ მოჰყვება, ეს იქნება გზავნილი ევროპისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მისი მისია იქნება წარუმატებელი, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ უშუალოდ მიშელის და მთელი ევროპის გუნდის პროცესებში ჩართვას. ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა უნდა მოიძებნოს“, - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის