USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ანდრიუს კუბილიუსი - ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მიღწეული შეთანხმების ერთგული დარჩება
дата:  615

ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, შეთანხმებას მიესალმება ყველა მნიშვნელოვანი მხარე, მათ შორის ევროკავშირი და შეერთებული შტატები, თუმცა შეთანხმების შესრულებაში პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია.

„2020 წლის 8 მარტს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმითა და ერთობლივი განცხადებით სქართველოს ყველა მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის მნიშვნლოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესახებ, ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უმაღლესი სტანდარტებისკენ მისწრაფების თაობაზე. შეთანხმებას მიესალმება ყველა მნიშვნელოვანი მხარე, მათ შორის ევროკავშირი და შეერთებული შტატები. ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები ასევე ძალიან მოხარულები ვიყავით და შეთანხმების ყველა მხარეს ვულოცავდით, რადგან ამან იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ, მომავალი არჩევნების წინ ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიის სიმწიფის კუთხით ნდობის აღდგენა მოხდებოდა“, – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები არ იქნა სწორად პასუხგაცემული, რამაც 8 მარტის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კუბილიუსის თქმით, იმედი აქვს, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მიღწეული შეთანხმების ერთგული დარჩება.

„შეთანხმების შესრულებაში პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია. 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რომელსაც აღვიქვამ, როგორც კიდევ მზარდ ბზარს ნდობის საკითხში. სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები არ იქნა სწორად პასუხგაცემული, რაც 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში მოვლენების განვითარებას, განსაკუთრებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. მინდა, აღვნიშნო, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მიუხედავად, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების სწრაფად განხორციელება.

ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ პირობებს 2020 წელს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მიღწეული შეთანხმებისა და წერილის ერთგული დარჩება“, – აცხადებს კუბილიუსი.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати