USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე: არის მოლოდინი და იმედი, რომ ახალი რუკები დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის
Date:  914

საპატრიარქოს პოზიცია საზღვრის გავლებასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალი გარემოებები გაჩნდა, ახალი რუკების სახით, გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ კომისია ეფექტურად იმუშავებს, თუმცა უკვე საკმაოდ დრო გავიდა და აქამდე ველოდებოდით, რომ რაღაცა ინფორმაცია იქნებოდა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი და იმედი, რომ ახალი რუკები დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის.

„საპატრიარქოს პოზიცია საზღვრის გავლებასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალი გარემოებები გაჩნდა, ახალი რუკების სახით, გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ კომისია ეფექტურად იმუშავებს, თუმცა უკვე საკმაოდ დრო გავიდა და აქამდე ველოდებოდით, რომ რაღაცა ინფორმაცია იქნებოდა - ჩაინიშნა ეს კომისია, ან რაღაც კომუნიკაცია იყო და მიმდინარეობს შეთანხმება რაღაც საკითხებზე, ჯერჯერობით არ ვიცით რა ხდება. მოლოდინი და იმედი არის იმის, რომ ეს ახალი რუკები რეალურად დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way