USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ანდრეი სიბიგა - ის, რასაც მოსკოვმა „სამდღიანი ოპერაცია“ უწოდა, ოთხწლიანი უკრაინული წინააღმდეგობა გახდა
თარიღი:  1489

ის, რასაც მოსკოვმა „სამდღიანი ოპერაცია“ უწოდა, ოთხწლიანი უკრაინული წინააღმდეგობა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ოთხი წლის წინ რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რათა უკრაინა რუკიდან გაექრო. ოთხი წლის შემდეგ უკრაინა კვლავ ადგილზე დგას - უფრო ძლიერი, ბრძოლაში გამოცდილი და გაუტეხელი. უკრაინა არ ჩამოიშალა. უკრაინა არ დანებდა. უკრაინა არ გაქრა“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „უკრაინამ გლობალური უსაფრთხოების შესახებ დისკუსია შეცვალა“.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თავისუფლება მხოლოდ რიტორიკას არ წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება. ვაჩვენეთ, რომ საერთაშორისო სამართალი აბსტრაქტული ცნება არ არის და მისი დაცვა აუცილებელია. უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედება არ არის, ეს ინვესტიციის ჩადებაა სამყაროში, სადაც საზღვრების იძულებით შეცვლა არ ხდება, სადაც აგრესიას შედეგები მოჰყვება და სადაც გამძლეობა ტერორზე იმარჯვებს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის