USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Tbilisi
ანდრეა ბოჩელიმ მილანის ტაძარში სააღდგომო ონლაინკონცერტი გამართა
Date:  1269

  ცნობილმა იტალიელმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ მილანის ცარიელ ტაძარში სოლოკონცერტი „იმედის მუსიკა“ („Music for hope“) გამართა. კონცერტი მომღერლის იუთუბის არხით გადაიცა. პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 22 მილიონმა ადამიანმა ნახა, ინდოეთიდან ლათინურ ამერიკამდე. ბოჩელის თქმით, მუსიკის წყალობით, მილიონობით ადამიანმა „დედამიწის მფეთქავი და დაჭრილი გული“ გულში ჩაიკრა. ლეგენდარული ტენორის კონცერტი კათოლიკურ აღდგომას მიეძღვნა და სასულიერო ჰანგები აჟღერდა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way