USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი, რომელმაც საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან იხსნა
Date:  24426

“სოფელი ანატორი, რომლის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია.სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ,მით უმეტეს დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა.  ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი"

ერთი ხევსურის ჩანაწერიდან:

ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელიმდებარეობს პირიქითა ხევსურეთშიალბათ უმეტესობას არ სმენია მის შესახებ, ხოლო იმათ, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც მოეპოვება მის შესახებ, არ შეიუძლია ამ დიდებული ხალხის პატივისცემის, ცრემლისა და სევდის გარეშე გახსენება.

მე-19 საუკუნეში ხევსურეთს, კერძოდ ანატორის მოსახლეობას თავს საშინელი განსაცდელი დაატყდა შავი ჭირის სახით. მეცხრამეტე საუკუნეში თითქმის ნახევარი მსოფლიო ოხრავდა შავი ჭირისგან.


გასაკვირია, ხევსურეთში საიდან, როგორ გაჩნდა ეს სენი, მთებშისენი მხოლოდ ანატორის მოსახლეობას მოედო

 

ზაფხულში მუცოსკენ მიმავალმა გზად ანატორის აკლდამებისაკენ შევიარე, ბილიკს დავადექი თუ არა ჰაერი დამიმძიმდა, ფეხები მომეცელაბავშვობაში ხშირად უხსენებია ბებიაჩემს ანატორის შესახებ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ან სულაც მეგონა, რომ ბავშვისთვის შესაშინებელი ამბავი მოიგონა-მეთქი.

როგორც ჩემთვის ცნობილიაანატორის სასწაულთმოქმედ ხატს ერთ-ერთმა ანატორელმა (მამრობითი სქესის წარმომადგენელმა, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უცნობია ) უარყო და შუბი ესროლა, რის შედეგადაც ხატი დაზიანდა და საშინელი განსაცდელი დაატყდათ თავს ანატორელებს შავი ჭირის სახით, რომელიც ძალიან სწრაფად მოედო მთელ მოსახლეობას.

სენისაგან დაავადებულთა დამმარხავი არავინ იყოანატორელებს სენი რომ არ განევრცოთ და მთლიანად ხევსურეთს არ მოსდებოდა, სოფლიდან მოშორებით, მდინარის გადმოღმა აკლდამები აუგიათ, ჭირით შეპყრობილნი გადადიოდნენ მდინარეს, წვებოდნენ აკლდამებში და ელოდებოდნენ სიკვდილს, გარდაცვლილის ადგილს კი სხვა სნეული იკავებდა.

ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აკლდამების დარაბებში შევიხედე. დახოცილთა ძვლები ჯერ კიდევ აკლდამებშია მიმოფანტული, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

იცოდე, განწირული ხარ და ზრუნავდე სხვების გადასარჩენად, მოკვდე უპატრონოდ და მიხვიდე საკუთარი ფეხით აკლდამაში, დაწვე და დაელოდო სიკვდილს, მხოლოდ იმისათვის, რომ არ გაავრცელო ჭირი და დაიცვა არა მხოლოდ შენი რჯულის ხალხი, არამედ მთლიანად ხევსურეთი განადგურებისაგან

უსაზღვრო სევდა, უსაზღვრო პატივისცემაუსაზღვო ტკივილიაი, რა არის დღეს ჩემთვის და ყველა ხევსურისთვის ანატორი!

ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი უმოწყალოდ მიმოფანტულ ძვლებს და უცრემლოდ დავიტანჯე

შემოდგომასშატილობის დღესასწაულზე მიმავალმა, გზად ისევ ანატორისაკენ შევიარე. ამჯერად სანთლით ხელში, სამწუხაროდ, ძლიერი ქარის გამო ვერ მოვახერხე სანთლის ანთებაერთ-ერთ აკლდამასთან დავინახე ყვავილებისაგან მოწნული გვირგვინი, ალბათ ჩემსავით კიდევ ვიღაცას ასტკივდა გული.

 

როგორც შემდეგში გავარკვიე და შევაჯამე ინფორმაცია ამ დასახლების შესახებჭირიანობის დროს ანატორის ერთ-ერთ ოჯახს ჩვილი ვაჟი დედულეთში გამოუგზავნია და ,საბედნიეროდანატორელთა მოდგმას არ შეუწყვიტავს არსებობა. ასევე დავადგინე , რომ სისაურების შტო მოდის ანატორიდან მაგრამ შემდეგ ეს შტო იყოფა, რადგან ანატორის დასახლება აღარ არსებობს, შემორჩენილია მხოლოდ ნასახლარები და აკლდამები, მდინარეზე გადებულმა ხიდმა ვერ გაუძლო საუკუნეებს და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ამჟამად არ არსებობს.

გადარჩენილ ვაჟს პირ-აქეთა ხევსურეთში გამოულაშქრია და ლიქოკის ჭალაში დასახლებულა, ხევსურეთში რომ ვაგროვებდი ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ გვარი ლიქოკელი სწორედ ამ შტოდან მოდის.

მოპოვებული ინფორმაცია, სანამ გადავწყვეტდი გამოქვეყნებას ძალიან ბევრჯერ გადავამოწმე, ინტერნეტში მოვიძიე მასალები, სხვადასხვა ვერსიები შევაჯამე და მაინც გადავწყვიტე, მცირედი ინფორმაცია, რაც გამაჩნდა თქვენთვის გამეზიარებინა. ალბათ ზედმეტია ხევსურების თავგანწირვისა და სულის სიმტკიცეზე ლაპარაკი, მაგრამ თუ ვკითხავთ ჩვენსავე თავს, თუ სად იბადება სევდა და სიამაყე ალბათ მისი სახელი ანატორია !"

ამ ისტორიის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, თუმცა ამბავი იმდენად დრამატული და პოეტურია, არაერთი შემოქმედის ინსპირაციის წყარო გახდა. ახალგაზრდა პოეტის - გიორგი არაბულის პოემა "ანატორელის ჩანაწერები" სწორედ ამ თემას ეძღვნება; გთავაზობს ნაწყვეტს პოემიდან..

 

 

*

"შავ-თეთრი სოფელი მაქვს.

*

მეც სიკვდილი ვარ

ფანდურითა და არყით ხელში.

*

სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,

მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.

*

გარეთ დავტოვე ცხენი.

სახლი.

ჩემი ბავშვობა.

*

გაღმასოფელში ასკილი ყვავის.

*

სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან

და შემობერილ ნიავს

თვალებით ეფერებიან.

*

სარკმლის გარეთ ჰაერია,

შიგნით - სიჩუმე.

*

სიცოცხლის მძევლად

ჩემი ცოლი დავტოვე სახლში.

*

ჩემი შვილებიც აქ არიან.

მე აღარ ვსუნთქავ,

რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.

*

მკვდარი რწმენა ვარ.

*

ამ წვრილ სარკმელში

ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

*

მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და

ძილი არ გვეკარება.

*

დედა ტიროდა:

"ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო..."

*

ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.

*

შემოფრენილმა გულწითელამ

თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,

ისე ავღელდით."

 

 

წყარო:http://kartuli.kvira.ge

tbilisi
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

See all
Survey
By the way