USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Tbilisi
ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს - პირველი: რუსეთთან შეერთების, მეორე კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ
Date:  862

სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი რუსეთთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხინვალი მალე გადადგამს „სამართლებრივ ნაბიჯებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის. ბიბილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს დარეფერენდუმი, შესაძლოა, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს.

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ შესვლა და ოსების პირდაპირი გაერთიანება ერთდროულად ვერ მოხდება, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. როცა სამხრეთ ოსეთი უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება, უნდა დაიწყპს ოსეთის გაერთიანების პროცესები და შემდეგ უკვე ორი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი მტკიცებით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია.

„დღეს შესაძლებლობების ეს ფანჯარა არსებობს, დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი, ფაქტობრივად, საუკუნოვანი სურვილი, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას, რეალურია. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way