USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Тбилиси
ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ განცხადება საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიერთებაზე
дата:  533

„ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას და დაქვემდებარებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელიც წარმოადგენს  საგანგაშო ქმედებას,  რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და მის ინსტიტუციურ მოწყობას. 


საქართველოს დაზვერვის სამსახური 1997 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კრიტიკული ინფორმაციის მოპოვებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაში. წარსულში, სამსახურის სხვა უწყებასთან შერწყმამ გამოიწვია მისი ეფექტიანობის  შემცირება და უწყებრივი დესტაბილიზაცია, რაც მალევე თავად იმჟამინდელმა ხელისუფლებამ აღიარა და გადაწყვეტილება უკან გაიწვია. მას შემდეგ, დაზვერვის სამსახური კვლავ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა და მასში განხორციელდა  საგრძნობი ინვესტირება, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მრავალწლიანი პროცესის მიზანი იყო დაზვერვის სამსახური  ჩამოყალიბება დამოუკიდებელ, პოლიტიკურად მიუკერძოებელ და დასავლურ ღირებულებებსა და მუშაობის პრინციპებზე დაფუძნებულ ინსტიტუტად, რომელიც  ჯეროვნად  შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. 


დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, დიდი ალბათობით, გამოიწვევს   სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას, საქართველოს წინაშე  არსებული გამოწვევების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენას/ან სრულად გაქრობას და კვალიფიციური კადრების გადინებას. ეს, ასევე, საფრთხეს შეუქმნის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც აისახება ინფორმაციის გაზიარების შემცირებაზე, კადრების გადამზადების შეჩერებასა და ნდობის ხარისხზე. 


აღნიშნული ე.წ. რეფორმის შედეგად მოხდება სუს-ის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა, დაზვერვის სამსახურში ალტერნატიული ხედვისა და საქმიანი პროცესისათვის აუცილებელი განსხვავებული  შეფასებების შეზღუდვა. საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ე.წ. რეფორმა გამოიწვევს სამსახურის პოლიტიზებას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის საბაზისო პრინციპებს. 


მაშინ როდესაც საქართველოს წინაშე დგას არაერთი კრიტიკული გამოწვევა და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება   სახელმწიფოებრივი მედეგობის გაძლიერებას, სახეზეა  ინსტიტუციური სისტემის მიზანმიმართული დასუსტების მცდელობა, რაც ერთიანობაში კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საქართველოს ისედაც დასუსტებულ უსაფრთხოების სისტემას. 


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ არ გადადგას ეს უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას. 


მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ღირსეულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ ქვეყნის ინტერესებს ემსახურონ. სისტემიდან წამოსვლის შემთხვევაში, მზად ვართ მათ შევთავაზოთ ჩვენი პლატფორმა პროფესიული ხედვების გასაზიარებლად და უსაფრთხოების მიმართულებით მათი ცოდნისა და კონტაქტების გამოსაყენებლად,

https://www.geocase.ge/

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати