USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ანაკლია-განმუხურის სეზონი დღეს ველომარათონით გაიხსნა
дата:  457
ველორბოლამ სტარტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიიდან აიღო (აფხაზეთის ქუჩა) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია) დასრულდა.
ველორბოლის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ:
I ადგილი - გიორგი სუკაძოგლუ (1000 ლარით);
II ადგილი - თედო სახოკია (800 ლარით);
III ადგილი - მიხეილ მორგოშია (600 ლარით).
ღონისძიება გალა კონცერტით „TAMADA“-ს მონაწილეობით დასრულდება.
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი სპეციალიზებული ტექნიკით ყოველდღიურად დასუფთავდება. ახალი ტექნიკა მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა.
სანაპირო ზოლზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.
სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати