USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე - „გვაქვს უამრავი საწარმო, რაშიც ძალიან დიდი ფული ჩაიდო და არ გვაქვს რძე, რომელსაც გადავამუშავებთ“
Date:  

2023 წლის 6 თვეში საქართველოდან 105.5 ტონა ყველისა და ხაჭოს ექსპორტი განხორციელდა. აქედან, არცერთი კილოგრამი არ გაყიდულა ევროკავშირის ბაზარზე.

 რატომ ვერ შედის რძის ქართული პროდუქტები ევროკავშირში მიზეზებსა და გამოწვევებზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ყველის ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ისაუბრა.

„აზრად არ მოგვდის არც ჩვენ ექსპორტი და ევროკავშირის ბაზარიც დიდად არ ინტერესდება, საქართველოდან და პოსტ საბჭოთა სივრციდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღებით. პროცედურა რომ წარმოგადგენინოთ, როცა ევროკავშირი წყვეტს, რომ შენ კონკრეტული პროდუქტის ექსპორტისთვის გამოგიყონ კვოტა ამა თუ იმ პროდუქტზე, მათ შორის ყველის პირველი სამი წელი, იწყებს მიწის საფუძვლიან კვლევას. შემდეგი 3 წელი დადის ფერმებში, როცა უნდა, რომ ბაზარზე დაუშვან შენი პროდუქცია და მხოლოდ ერთი, მეშვიდე წელი დადიან საწარმოებში. ჩვენ კი, ყველაფერი უკუღმა დავიწყეთ.

ჩვენ, ავაშენეთ უამრავი საწარმო,სადაც გვაქვს კარგი ტექნიკა, ჩავასხით უამრავი ფული როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე გრანტები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოხდა ისე, რომ გვაქვს უამრავი საწარმო, რაშიც ძალიან დიდი ფული ჩაიდო და არ გვაქვს რძე, რომელსაც გადავამუშავებთ" - განაცხადა ყველის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2023 წლის 6 თვეში 2 576 ტონა ყველისა და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way