USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ანა ანტონოვსკაის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
Date:  593
ანა ანტონოვსკაის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
 
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ანა ანტონოვსკაიას ქუჩაზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე ქსელი. შედეგად მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.
 
საგზაო სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ელ ენდ ელ“ განახორციელა.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way