USD 2.7496
EUR 3.1224
RUB 3.3301
Тбилиси
Samsung-ის გარდაცვლილი მფლობელის ლი გონ ხის ოჯახმა მემკვიდრეობის გადასახადი 10,7 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადონ
дата:  2965

კომპანია Samsung-ის გარდაცვლილი მფლობელის ლი გონ ხის ოჯახმა მემკვიდრეობის გადასახადი 10,7 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი სამემკვიდრეო გადასახადი იქნება.

ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოხდება მილიარდერის აქციების მემკვიდრეებზე გადანაწილება. მფლობელის შეცვლის თვალსაზრისით ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატისთვის.

ლი გონ ხის ოჯახის განცხადებით ისინი 900 მილიონ დოლარსა და 1,8 მილიარდამდე ღირებულების 23 000 ხელოვნების ნიმუშს ქველმოქმედებისთვის გაიღებენ. მათი თქმით, ეს თანხა ვირუსული ინფექციებისა და ბავშვებში იშვიათი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას უნდა მოხმარდეს.

 

სამხრეთ კორეის ყველაზე მდიდარი ადამიანი, Samsung-ის მფლობელი ლი გონ ხი გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. მას 22,5 მილიარდის ღირებულების ქონება დარჩა. მისი მემკვიდრეები მეუღლე და ორი ქალიშვილი არიან.

ოჯახის განცხადებით მემკვიდრეობის გადასახადს ისინი ნაწილ-ნაწილ გადაიხდიან. თანხის მეექვსედი აპრილში, დანარჩენი კი 5 წლის განმავლობაში დაიფარება. 

Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 28 აპრილს დენი გაეთიშებათ

ქსელში გადართვების გამო 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), რამაზ გოგიაშვილის, ნუგზარ კალანდაძის, მიხეილ ხერგიანის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, პატარა ტბის, ომარ ხიზანიშვილის, ზურა მირაქიშვილის, თეთრი ტბის, წინამძღვრიშვილის, კარლო მებაღიშვილის, თემურ სამხარაძის, გიორგი ბაბილოძის, კლარა კვეესის, ბადრი კობახიძის, ზაქარია მაისურაძის, თეიმურაზ ბატონიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ვანო წამალაშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ), ალექსანდრე როინაშვილის, ვაზის და თემურ ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კუს ტბის  მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ მუხაძის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, თენგიზ ახმეტელის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი წერეთლის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.  

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати