კომპანია Samsung-ის გარდაცვლილი მფლობელის ლი გონ ხის ოჯახმა მემკვიდრეობის გადასახადი 10,7 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი სამემკვიდრეო გადასახადი იქნება.
ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოხდება მილიარდერის აქციების მემკვიდრეებზე გადანაწილება. მფლობელის შეცვლის თვალსაზრისით ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატისთვის.
ლი გონ ხის ოჯახის განცხადებით ისინი 900 მილიონ დოლარსა და 1,8 მილიარდამდე ღირებულების 23 000 ხელოვნების ნიმუშს ქველმოქმედებისთვის გაიღებენ. მათი თქმით, ეს თანხა ვირუსული ინფექციებისა და ბავშვებში იშვიათი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას უნდა მოხმარდეს.

სამხრეთ კორეის ყველაზე მდიდარი ადამიანი, Samsung-ის მფლობელი ლი გონ ხი გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. მას 22,5 მილიარდის ღირებულების ქონება დარჩა. მისი მემკვიდრეები მეუღლე და ორი ქალიშვილი არიან.
ოჯახის განცხადებით მემკვიდრეობის გადასახადს ისინი ნაწილ-ნაწილ გადაიხდიან. თანხის მეექვსედი აპრილში, დანარჩენი კი 5 წლის განმავლობაში დაიფარება.
ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.
„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.