USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების ვალებს შეისყიდის და მათ სესხებისგან გაათავისუფლებს.
თარიღი:  1463

ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.

როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა. 

პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ახალგაზრდებს ვალების დიდი ნაწილი ჩამოეწერებათ, თუ ისინი ტრეინინგებში ან განათლების პროგრამებში წარმატებულები იქნებიან. 

“ვალები იწვევს ძალიან დიდ სტრესს. ამ შემთხვევაში კი, ახალგაზრდებისთვის, სესხი ხშირად მათ მომავალს განსაზღვრავს”, – ამბობს ამსტერდამის მერის მოადგილე.

აღნიშნული პროექტი თებერვალში დაიწყება. თითოეულ პიროვნებას, ვინც ამ სქემაში იქნება ჩართული. ქოუჩს მიამაგრებენ, რომელთან ერთადაც ისინი სახელმძღვანელო გეგმას მოამზადებენ. 

ამსტერდამელების მესამედზე მეტს 18-დან 34 წლამდე, სესხი აქვს აღებული. ბოლო 4 წელიწადში, საშუალოდ , სტუდენტის სესხი 12 400-დამ 13, 700 ევრომდე გაიზარდა.

პროექტის ინიციატორები დარწმუნებულები არიან, რომ იდეა წარმატებით განხოერციელდება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის