USD 2.5959
EUR 2.8934
RUB 3.2227
Tbilisi
Kamkhadze PA: აღიარებული მაიამის 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად
Date:  1133

Kamkhadze PA ფლორიდაში პირველი ქართულ-ამერიკული საიმიგრაციო სამართლის იურიდიული ფირმაა, რომელიც აშშ-ის სამუშაო ვიზისა თუ მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების მსურველებს სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. სულ ახლახან, Expertise.com-მა Kamkhadze PA 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად დაასახელა და ამით, კომპანიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ქართულ-ამერიკული იურიდიული ფირმის შესახებ, რომლის სერვისები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფი პირებისთვისაა ხელმისაწვდომი, აშშ-ში არსებული ყველაზე დიდი ბიზნესგამოცემები − Yahoo Finance და Benzinga-ც წერენ.

Kamkhadze PA-ს იურიდიული სერვისები ექსკლუზიურადაა განკუთვნილი მათთვის, ვინც აშშ-ში დროებითი ან მუდმივი ემიგრაციით არიან დაინტერესებული და აქვთ გამორჩეული ნიჭი და მიღწევები სხვადასხვა სფეროში, ან გეგმავენ ამერიკაში ბიზნესინვესტიციის განხორციელებას. არსებობს 20-ზე მეტი არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ტიპის ვიზა და თითოეული მათგანის მისაღებად კანონმდებლობით სხვადასხვა მოთხოვნაა დადგენილი. Kamkhadze PA-ის სერვისები ორიენტირებულია ისეთ საემიგრაციო და არასაემიგრაციო ტიპის ვიზებზე, რომელთა მიღება დამოკიდებულია აპლიკანტის პროფესიულ კვალიფიკაციაზე ან მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე. მსგავსი ტიპის ვიზებს განეკუთვნება: Eb11 (Eb1A) Immigrants of Extraordinary Ability, რომელიც იმიგრაციის შესაძლებლობას აძლევს ბიზნესში, განათლებაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებასა და სპორტში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს; Eb2 National Interest Waiver − შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამერიკის ეროვნული ინტერესის სფეროებში; და ბოლოს − EB5 Immigrant Investor, რომელიც მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ინვესტიციას აბანდებენ აშშ-ს ბიზნესში და ქმნიან სამუშაო ადგილებს.

ისარგებლო Kamkhadze PA-ს სერვისებით, ნიშნავს იმას, რომ ირჩევ სანდო პარტნიორს, რომელსაც აქვს ცოდნა მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად კონკრეტულ სფეროში და ფლობს შესაძლებლობა, დაგეხმაროს აშშ-ში საიმიგრაციო მიზნების მიღწევაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს, მსურველებს სთავაზობს როგორც მათ საჭიროებებზე მორგებულ იურიდიულ კონსულტაციას, აგრეთვე სამართლებრივი სტრატეგიის ინდივიდუალურად განსაზღვრას, საქმის მომზადებასა და შესაბამის საიმიგრაციო სამსახურებთან ოფიციალური საქმის წარმოებას. Kamkhadze PA-ის პროფესიონალთა გუნდს კარგად ესმის, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე პირებს განსხვავებული საიმიგრაციო საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, თითოეული აპლიკანტისთვის ინდივიდუალურ დროს გამოყოფენ და სიღრმისეულად სწავლობენ საკითხს.

აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა ორიენტირებულია, მიიზიდოს ის პირები, რომლებსაც აშშ-ს ეკონომიკის ან კონკრეტული სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სფეროში გამორჩეული მიღწევები აქვთ ან რაიმე ტიპის ბიზნესის წარმოება სურთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობის უფლების შესაძლებლობას აძლევს. აშშ-ის "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური" განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულად მიიჩნევს ისეთ პირს, რომელიც საკუთარი საქმიანობის სფეროში წარმატებულია და ეს ყველაფერი დოკუმენტურადაც დასტურდება. შესაბამისი დოკუმენტები, შესაძლოა, მოიცავდეს: მიღებულ ჯილდოებს, ეროვნულ ფედერაციებში აპლიკანტის წევრობას, მედიაში ცნობადობას, მომგებიანი ბიზნესის ფლობას, წამყვანი ორგანიზაციების წევრობას, ჟიურის სახით კონკურსებში მონაწილეობასა და სხვა მნიშვნელოვან აღიარებებს.

აღნიშნული საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, Kamkhadze PA-ის ადვოკატი ამზადებს პეტიციას, რომელიც განსახილველად წარედგინება ამერიკის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, აპლიკანტს ეძლევა შესაძლებლობა, განაცხადით მიმართოს აშშ-ის საკონსულოს, რათა მიიღოს საიმიგრაციო ვიზა. თუ აპლიკანტი უკვე ლეგალურად იმყოფება აშშ-ში, მას აღარ დასჭირდება საკონსულო პროცესის გავლა და შეუძლია, ამერიკაშივე მოითხოვოს მწვანე ბარათის მიღება.

"ფაქტი, რომ მიმდინარე წელს მაიამიში ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად მიგვიჩნიეს, მეტად საამაყოა ჩვენთვის, რადგან ეს აღიარება ხაზს უსვამს ჩვენს თავდადებას, მომხმარებელს გავუწიოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება და დავეხმაროთ, იპოვონ საკუთარი, წარმატებული გზა კომპლექსურ საიმიგრაციო ლანდშაფტში. ამჟამად, ჩვენი სერვისები უფრო მეტად მივმართეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც ბიზნესში, განათლებაში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებული უნარები გამოავლინეს და შესაბამისად, აქვთ მაღალი შანსი, მოიპოვონ სამუშაო ვიზა ან მწვანე ბარათი. რაც ნამდვილად გამოგვარჩევს, არის ის, რომ თითოეულ საქმეს სიღრმისეულად განვიხილავთ და მასზე მორგებულ სტრატეგიის შემუშავებას უზრუნველვყოფთ.

თითოეულ სავიზო კატეგორიას მისთვის დამახასიათებელი გამოწვევები აქვს. მაგალითად, გამორჩეული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ვიზის მისაღებად, ერთ-ერთი ყველაზე რთული წინაღობაა, დაარწმუნო აშშ-ის "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური" (USCIS), რომ ნამდვილად აკმაყოფილებ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, რეგულაციებსა და სტანდარტებს. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, ამერიკის საემიგრაციო სამართლის ადვოკატი ანა ქამხაძე, Esq. ამზადებს ქეისს აპლიკანტის მრავლისმომცველი მიღწევებისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

EB-1A (Immigrants of Extraordinary Ability) კატეგორიაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლიცენზირებულ და ისეთ გამოცდილ იურიდიულ ფირმებთან თანამშრომლობა, როგორიცაა მაგალითად Kamkhadze PA, ვინაიდან "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის" მიერ ასეთი ტიპის ქეისებზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა ადვოკატის მიერ მომზადებული პეტიციის (სარჩელის) წერილი, რომელიც აღწერს როგორც აპლიკანტის კონკრეტულ დოკუმენტაციას, ასევე ამ დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და უახლეს სასამართლო გადაწყვეტილებებთან შესაბამისობას. აღნიშნული პეტიციის წერილი მოიცავს სამართლებრივ არგუმენტებს და ხშირ შემთხვევაში მისი მოცულობა 100 გვერდამდეც კი აღწევს. დამატებით, ადვოკატი უზრუნველყოფს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ათასამდე გვერდს, წარდგენილია საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი ფორმატით და მომზადებულია სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ჩვენთან თანამშრომლობა გაცილებით ზრდის ამ ტიპის პეტიციებზე დადებითი პასუხის მიღების შანსს.

ჩვენი სრულყოფილებისადმი სწრაფვა არ მოიცავს მხოლოდ პერსონალიზებულ მომსახურებას, არამედ მოიცავს მუდმივად განვითარებადი სამართლებრივი გარემოს პირობებში მიმდინარე საიმიგრაციო სამართლებრივი ტრენდების, სიახლეებისა თუ ცვლილებების მონიტორინგს, და ახდენს აპლიკანტის საქმის სწრაფ ადაპტირებას ცვლილებების შესაბამისად, − განმარტავენ ფირმაში.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გუნდის მიდგომა მოიცავს თითოეული ქეისის საფუძვლიან მომზადებას, კლიენტთან მუდმივ კომუნიკაციას, რისკ-ფაქტორების მაქსიმალურად შემცირებასა და სტრატეგიულ რეაგირებას. კომპანიის პრიორიტეტია, ჰქონდეს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია მომხმარებლებთან და ნებისმიერი შეფერხებისა და გართულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს კლიენტს. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ეტაპზე საიმიგრაციო სამსახური დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვეს, Kamkhadze PA აფასებს მოთხოვნის დაკმაყოფილების სირთულესა თუ საიმიგრაციო ოფიცრის მიერ კანონმდებლობის განმარტების სისწორეს და ამზადებს სამართლებრივად დასაბუთებულ პასუხს დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, ფირმა კლიენტებს ეხმარება საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაშიც. გუნდში აღნიშნავენ, რომ მთელი პროცესის განმავლობაში, ანა ქამხაძე, დაუღალავად იცავს თითოეული კლიენტის ინტერესებს.

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს კომპანიის დამფუძნებელს − ანა ქამხაძეს, რომელიც აშშ-ში ლიცენზირებული საიმიგრაციო სამართლის ადვოკატია. ამასთან, იგი არის ამერიკის საიმიგრაციო სამართლის იურისტთა ასოციაციისა და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის აქტიური წევრი. დიდი სასწავლო და პროფესიული გამოცდილების დაგროვებისა და უამრავი წარმატებულად წარმართული ქეისის შემდეგ, ანამ საკუთარი იურიდიული ფირმა ფლორიდაში დააარსა და საკუთარ გუნდში გააერთიანა ის გამოცდილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მსურველებს საკუთარი მიზნების ლეგალურად განხორციელებაში დაეხმარონ.

სულ ახლახან, Kamkhadze PA-ის პროფესიონალთა გუნდს ოპერაციების ახალი დირექტორი, ცოტნე მდივანი, შეემატა. ცოტნეს აქვს აშშ-ის უმსხვილეს კორპორაციებში მომხმარებელთა მომსახურების მართვის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა ისეთ მულტინაციონალურ ამერიკულ კორპორაციებში, როგორებიცაა: Ed Morse Bayview Cadillac, Bridgestone Americas, სადაც ხელმძღვანელობდა მომხმარებელთა ურთიერთობის მიმართულებას. ამასთან, მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა როგორც თანამშრომელთა შერჩევას, ისე მათ ქოუჩინგს, ტრენინგების ორგანიზებასა და ლიდობას. მიღებულმა გამოცდილებამ ცოტნეს მისცა შესაძლებლობა, სიღრმისეულად შეესწავლა კლიენტთა ურთიერთობა და ეფექტიანი საოპერაციო ჯაჭვის მნიშვნელობა. შესაბამისად, იურიდიულ ფირმაში მიაჩნიათ, რომ ცოტნეს კონტრიბუციით, Kamkhadze PA-ის მომხმარებლები ინოვაციურ იურიდიულ სერვისებს მიიღებენ.

"მომხმარებელთა მომსახურების სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, კარგად გამეაზრებინა უწყვეტი კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა. ეს უნარები ზედმიწევნით შეესაბამება როლს, რომელსაც ამჟამად ვასრულებ Kamkhadze PA-ში. ჩემი მიზანია, გავაძლიერო ფირმის მისწრაფება, ჰქონდეს მჭიდრო, გამჭვირვალე და სრულყოფილი ურთიერთობა კლიენტებთან.

კომპანიაში თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს აღიქვამს როგორც უმნიშვნელოვანეს რგოლს ადამიანების სამომავლო გეგმებისა და წარმატების რეალიზებაში და გვსურს, განვაგრძოთ პოზიტიური წვლილის შეტანა იმიგრანტების ცხოვრებაში, რომელთაც საიმიგრაციო სტატუსის მიღების გარდა, არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ ახალ ქვეყანაში საკუთარი თავისა და ბიზნესის დასამკვიდრებლად" − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ცოტნე მდივანი.

ოპერაციების დირექტორის განმარტებით, Kamkhadze PA-ის საქმიანობაში ამოსავალი წერტილი სწორედ კლიენტია. შესაბამისად, მთავარი ორიენტირი, რომელზეც კომპანია აქცენტს ამახვილებს, არის მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილების გაუმჯობესება, კერძოდ კი: მყისიერი და მოსახერხებელი წვდომა ფირმის სერვისებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამომავლოდ, კომპანიის გრძელვადიანი გეგმაა, აქტიურად დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები საკუთარ საქმიანობაში და შედეგად, კლიენტთა ურთიერთობა გახადოს ბევრად ინტერაქციული და კომფორტული. ცოტნეს აღნიშვნით, იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს შესაბამის გუნდთან, რომელიც მომხმარებლებისთვის მოსახერხებელ საკომუნიკაციო არხებს, სწორ ინფორმაციასა და სრულყოფილ სერვისს უზრუნველყოფს. შედეგად კი, Kamkhadze PA შეინარჩუნებს და განიმტკიცებს საერთაშორისო რეპუტაციას, როგორც სასურველ არჩევანს იმიგრაციის მსურველთათვის.

"Kamkhadze PA-ის გამოარჩევს კლიენტების მიმართ ლოიალობა და ადვოკატთა ეთიკის ნორმების ურყევი დაცვა. კომპანია კლიენტთა მისწრაფებებსა და მიზნებს ზედმიწევნით განიხილავს და თითოეული საქმის წარმატებას აღიქვამს, როგორც საკუთარ საჭიროებას. ამ მიდგომას აუცილებლად განვაგრძობთ ინოვაციური კულტურის ხელშეწყობითა და ინდუსტრიის ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებით. მომდევნო წლებისთვის, მიზნად ვისახავთ, კიდევ უფრო დავხვეწოთ სერვისები და შემოვიტანოთ მეტი ინოვაცია ჩვენი ოპერაციების სრულყოფის მიზნით.

მიგვაჩნია, რომ კლიენტების რეალურ დროში ინფორმირება მათთვის მეტად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა საშუალებით ჩვენ მათ მუდმივად ვაწვდიდით განახლებულ ინფორმაციას საიმიგრაციო სიახლეების, ცვლილებების, ახალი კანონპროექტებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ. ვგეგმავთ, კლიენტებისთვის შევქმნათ ერთიანი პლატფორმა/პორტალი, სადაც განთავსებული იქნება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, რაც, შესაძლოა, რელევანტური იყოს მათ ქეისებთან. აქვე განვათავსებთ ხშირად დასმული შეკითხვების კატეგორიას, მნიშვნელოვან სტატიებს, გაიდლაინებსა და ყველაფერს, რაც მაქსიმალურად აამაღლებს მომხმარებელთა ცნობიერებას ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით.

რაც ყველაზე მთავარია, პლატფორმა იქნება ერთგვარი ქეისების მართვის პორტალი, სადაც მომხმარებელი ასევე შეძლებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის ერთ სივრცეში თავმოყრას. ამავე სისტემაში შევაფასებთ, რამდენად რელევანტურია დოკუმენტაცია და რამდენად ეხმიანება აშშ-ის მიერ დადგენილ სტანდარტს.

ამასთან, სამომავლოდ ვგეგმავთ ავტომატიზებული შეტყობინებების სისტემის დანერგვას, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მომხმარებელთა სავიზო პროცესებზე, მათ მაქსიმალურად მცირე დროში მივაწოდოთ მათ", − განმარტავს ცოტნე მდივანი.

ვრცლად აშშ-ის სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ Kamkhadze PA-ის ვებგვერდზე: www.esq.mba.

წყარო:https://www.entrepreneur.com/

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way