USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
Kamkhadze PA: აღიარებული მაიამის 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად
თარიღი:  838

Kamkhadze PA ფლორიდაში პირველი ქართულ-ამერიკული საიმიგრაციო სამართლის იურიდიული ფირმაა, რომელიც აშშ-ის სამუშაო ვიზისა თუ მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების მსურველებს სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. სულ ახლახან, Expertise.com-მა Kamkhadze PA 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად დაასახელა და ამით, კომპანიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ქართულ-ამერიკული იურიდიული ფირმის შესახებ, რომლის სერვისები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფი პირებისთვისაა ხელმისაწვდომი, აშშ-ში არსებული ყველაზე დიდი ბიზნესგამოცემები − Yahoo Finance და Benzinga-ც წერენ.

Kamkhadze PA-ს იურიდიული სერვისები ექსკლუზიურადაა განკუთვნილი მათთვის, ვინც აშშ-ში დროებითი ან მუდმივი ემიგრაციით არიან დაინტერესებული და აქვთ გამორჩეული ნიჭი და მიღწევები სხვადასხვა სფეროში, ან გეგმავენ ამერიკაში ბიზნესინვესტიციის განხორციელებას. არსებობს 20-ზე მეტი არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ტიპის ვიზა და თითოეული მათგანის მისაღებად კანონმდებლობით სხვადასხვა მოთხოვნაა დადგენილი. Kamkhadze PA-ის სერვისები ორიენტირებულია ისეთ საემიგრაციო და არასაემიგრაციო ტიპის ვიზებზე, რომელთა მიღება დამოკიდებულია აპლიკანტის პროფესიულ კვალიფიკაციაზე ან მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციაზე. მსგავსი ტიპის ვიზებს განეკუთვნება: Eb11 (Eb1A) Immigrants of Extraordinary Ability, რომელიც იმიგრაციის შესაძლებლობას აძლევს ბიზნესში, განათლებაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ხელოვნებასა და სპორტში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს; Eb2 National Interest Waiver − შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამერიკის ეროვნული ინტერესის სფეროებში; და ბოლოს − EB5 Immigrant Investor, რომელიც მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ინვესტიციას აბანდებენ აშშ-ს ბიზნესში და ქმნიან სამუშაო ადგილებს.

ისარგებლო Kamkhadze PA-ს სერვისებით, ნიშნავს იმას, რომ ირჩევ სანდო პარტნიორს, რომელსაც აქვს ცოდნა მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად კონკრეტულ სფეროში და ფლობს შესაძლებლობა, დაგეხმაროს აშშ-ში საიმიგრაციო მიზნების მიღწევაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს, მსურველებს სთავაზობს როგორც მათ საჭიროებებზე მორგებულ იურიდიულ კონსულტაციას, აგრეთვე სამართლებრივი სტრატეგიის ინდივიდუალურად განსაზღვრას, საქმის მომზადებასა და შესაბამის საიმიგრაციო სამსახურებთან ოფიციალური საქმის წარმოებას. Kamkhadze PA-ის პროფესიონალთა გუნდს კარგად ესმის, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე პირებს განსხვავებული საიმიგრაციო საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, თითოეული აპლიკანტისთვის ინდივიდუალურ დროს გამოყოფენ და სიღრმისეულად სწავლობენ საკითხს.

აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა ორიენტირებულია, მიიზიდოს ის პირები, რომლებსაც აშშ-ს ეკონომიკის ან კონკრეტული სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ სფეროში გამორჩეული მიღწევები აქვთ ან რაიმე ტიპის ბიზნესის წარმოება სურთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობის უფლების შესაძლებლობას აძლევს. აშშ-ის "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური" განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულად მიიჩნევს ისეთ პირს, რომელიც საკუთარი საქმიანობის სფეროში წარმატებულია და ეს ყველაფერი დოკუმენტურადაც დასტურდება. შესაბამისი დოკუმენტები, შესაძლოა, მოიცავდეს: მიღებულ ჯილდოებს, ეროვნულ ფედერაციებში აპლიკანტის წევრობას, მედიაში ცნობადობას, მომგებიანი ბიზნესის ფლობას, წამყვანი ორგანიზაციების წევრობას, ჟიურის სახით კონკურსებში მონაწილეობასა და სხვა მნიშვნელოვან აღიარებებს.

აღნიშნული საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, Kamkhadze PA-ის ადვოკატი ამზადებს პეტიციას, რომელიც განსახილველად წარედგინება ამერიკის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, აპლიკანტს ეძლევა შესაძლებლობა, განაცხადით მიმართოს აშშ-ის საკონსულოს, რათა მიიღოს საიმიგრაციო ვიზა. თუ აპლიკანტი უკვე ლეგალურად იმყოფება აშშ-ში, მას აღარ დასჭირდება საკონსულო პროცესის გავლა და შეუძლია, ამერიკაშივე მოითხოვოს მწვანე ბარათის მიღება.

"ფაქტირომ მიმდინარე წელს მაიამიში ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად მიგვიჩნიესმეტად საამაყოა ჩვენთვისრადგან ეს აღიარება ხაზს უსვამს ჩვენს თავდადებასმომხმარებელს გავუწიოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება და დავეხმაროთიპოვონ საკუთარიწარმატებული გზა კომპლექსურ საიმიგრაციო ლანდშაფტშიამჟამადჩვენი სერვისები უფრო მეტად მივმართეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზერომლებმაც ბიზნესშიგანათლებაშიმეცნიერებაშიხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებული უნარები გამოავლინეს და შესაბამისადაქვთ მაღალი შანსიმოიპოვონ სამუშაო ვიზა ან მწვანე ბარათირაც ნამდვილად გამოგვარჩევს, არის ისრომ თითოეულ საქმეს სიღრმისეულად განვიხილავთ და მასზე მორგებულ სტრატეგიის შემუშავებას უზრუნველყოფთ.

თითოეულ სავიზო კატეგორიას მისთვის დამახასიათებელი გამოწვევები აქვს. მაგალითადგამორჩეული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ვიზის მისაღებადერთ-ერთი ყველაზე რთული წინაღობადაარწმუნო აშშ- "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური" (USCIS), რომ ნამდვილად აკმაყოფილებ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებსრეგულაციებსა და სტანდარტებსამ გამოწვევაზე საპასუხოდამერიკის საემიგრაციო სამართლის ადვოკატი ანა ქამხაძე, Esq. ამზადებს ქეისს აპლიკანტის მრავლისმომცველი მიღწევებისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

EB-1A (Immigrants of Extraordinary Ability) კატეგორიაშიგანსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლიცენზირებულ და ისეთ გამოცდილ იურიდიულ ფირმებთან თანამშრომლობაროგორიცაა მაგალითად Kamkhadze PA, ვინაიდან "მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის" მიერ ასეთი ტიპის ქეისებზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა ადვოკატის მიერ მომზადებული პეტიციის (სარჩელისწერილირომელიც აღწერს როგორც აპლიკანტის კონკრეტულ დოკუმენტაციას, ასევე ამ დოკუმენტაციის კანონმდებლობასთანრეგულაციებთან და უახლეს სასამართლო გადაწყვეტილებებთან შესაბამისობასაღნიშნული პეტიციის წერილი მოიცავს სამართლებივ არგუმენტებს და ხშირ შემთხვევაში მისი მოცულობა 100 გვერდამდეც კი აღწევსდამატებითადვოკატი უზრუნვეყოფსრომ საქმეში არსებული დოკუმენტაციარომელიც შესაძლოა მოიცავდეს ათასამდე გვერდსწარდგენილია საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი ფორმატით და მომზადებულია სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისადაქედან გამომდინარეჩვენთან თანამშრომლობა გაცილებით ზრდის ამ ტიპის პეტიციებზე დადებითი პასუხის მიღების შანსს.

ჩვენი სრულყოფილებისადმი სწრაფვა არ მოიცავს მხოლოდ პერსონალიზებულ მომსახურებასარამედ მოიცავს მუდმივად განვითარებადი სამართლებრივი გარემოს პირობებში მიმდინარე საიმიგრაციო სამართლებრივი ტრენდებისსიახლეებისა თუ ცვლილებების მონიტორინგსდა ახდენს აპლიკანტის საქმის სწრაფ ადაპტირებას ცვლილებების შესაბამისად, − განმარტავენ ფირმაში.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გუნდის მიდგომა მოიცავს თითოეული ქეისის საფუძვლიან მომზადებას, კლიენტთან მუდმივ კომუნიკაციას, რისკ-ფაქტორების მაქსიმალურად შემცირებასა და სტრატეგიულ რეაგირებას. კომპანიის პრიორიტეტია, ჰქონდეს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია მომხმარებლებთან და ნებისმიერი შეფერხებისა და გართულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს კლიენტს. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ეტაპზე საიმიგრაციო სამსახური დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვეს, Kamkhadze PA აფასებს მოთხოვნის დაკმაყოფილების სირთულესა თუ საიმიგრაციო ოფიცრის მიერ კანონმდებლობის განმარტების სისწორეს და ამზადებს სამართლებრივად დასაბუთებულ პასუხს დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, ფირმა კლიენტებს ეხმარება საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაშიც. გუნდში აღნიშნავენ, რომ მთელი პროცესის განმავლობაში, ანა ქამხაძე, დაუღალავად იცავს თითოეული კლიენტის ინტერესებს.

Entrepreneur-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს კომპანიის დამფუძნებელს − ანა ქამხაძეს, რომელიც აშშ-ში ლიცენზირებული საიმიგრაციო სამართლის ადვოკატია. ამასთან, იგი არის ამერიკის საიმიგრაციო სამართლის იურისტთა ასოციაციისა და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის აქტიური წევრი. დიდი სასწავლო და პროფესიული გამოცდილების დაგროვებისა და უამრავი წარმატებულად წარმართული ქეისის შემდეგ, ანამ საკუთარი იურიდიული ფირმა ფლორიდაში დააარსა და საკუთარ გუნდში გააერთიანა ის გამოცდილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მსურველებს საკუთარი მიზნების ლეგალურად განხორციელებაში დაეხმარონ.

სულ ახლახან, Kamkhadze PA-ის პროფესიონალთა გუნდს ოპერაციების ახალი დირექტორი, ცოტნე მდივანი, შეემატა. ცოტნეს აქვს აშშ-ის უმსხვილეს კორპორაციებში მომხმარებელთა მომსახურების მართვის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა ისეთ მულტინაციონალურ ამერიკულ კორპორაციებში, როგორებიცაა: Ed Morse Bayview Cadillac, Bridgestone Americas, სადაც ხელმძღვანელობდა მომხმარებელთა ურთიერთობის მიმართულებას. ამასთან, მისი პასუხისმგებლობა მოიცავდა როგორც თანამშრომელთა შერჩევას, ისე მათ ქოუჩინგს, ტრენინგების ორგანიზებასა და ლიდობას. მიღებულმა გამოცდილებამ ცოტნეს მისცა შესაძლებლობა, სიღრმისეულად შეესწავლა კლიენტთა ურთიერთობა და ეფექტიანი საოპერაციო ჯაჭვის მნიშვნელობა. შესაბამისად, იურიდიულ ფირმაში მიაჩნიათ, რომ ცოტნეს კონტრიბუციით, Kamkhadze PA-ის მომხმარებლები ინოვაციურ იურიდიულ სერვისებს მიიღებენ.

"მომხმარებელთა მომსახურების სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ მომცა უნიკალური შესაძლებლობაკარგად გამეაზრებინა უწყვეტი კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობაეს უნარები ზედმიწევნით შეესაბამება როლსომელსაც ამჟამად ვასრულებ Kamkhadze PA-შიჩემი მიზანიაგავაძლიერო ფირმის მისწრაფებაჰქონდეს მჭიდროგამჭვირვალე და სრულყოფილი ურთიერთობა კლიენტებთან.

კომპანიაში თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს აღიქვამს როგორც უმნიშვნელოვანეს რგოლს ადამიანების სამომავლო გეგმების და წარმატების რეალიზებაში და გვსურსგანვაგრძოთ პოზიტიური წვლილის შეტანა იმიგრანტების ცხოვრებაში, რომელთაც საიმიგრაციო სტატუსის მიღების გარდა, არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ ახალ ქვეყანაში საკუთარი თავისა და ბიზნესის დასამკვიდრებლად"  Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ცოტნე მდივანი.

ოპერაციების დირექტორის განმარტებით, Kamkhadze PA-ის საქმიანობაში ამოსავალი წერტილი სწორედ კლიენტია. შესაბამისად, მთავარი ორიენტირი, რომელზეც კომპანია აქცენტს ამახვილებს, არის მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილების გაუმჯობესება, კერძოდ კი: მყისიერი და მოსახერხებელი წვდომა ფირმის სერვისებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამომავლოდ, კომპანიის გრძელვადიანი გეგმაა, აქტიურად დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები საკუთარ საქმიანობაში და შედეგად, კლიენტთა ურთიერთობა გახადოს ბევრად ინტერაქციული და კომფორტული. ცოტნეს აღნიშვნით, იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს შესაბამის გუნდთან, რომელიც მომხმარებლებისთვის მოსახერხებელ საკომუნიკაციო არხებს, სწორ ინფორმაციასა და სრულყოფილ სერვისს უზრუნველყოფს. შედეგად კი, Kamkhadze PA შეინარჩუნებს და განიმტკიცებს საერთაშორისო რეპუტაციას, როგორც სასურველ არჩევანს იმიგრაციის მსურველთათვის.

"Kamkhadze PA- გამოარჩევს კლიენტების მიმართ ლოიალობა და ადვოკატთა ეთიკის ნორმების ურყევი დაცვაკომპანია კლიენტთა მისწრაფებებს და მიზნებს ზედმიწევნით განიხილავს და თითოეულ საქმის წარმატებას აღიქვაროგორც საკუთარ საჭიროებასამ მიდგომას აუცილებლად განვაგრძობთ ინოვაციური კულტურის ხელშეწყობითა და ინდუსტრიის ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებითმომდევნო წლებისთვისმიზნად ვისახავთკიდევ უფრო დავხვეწოთ სერვისები და შემოვიტანოთ მეტი ინოვაცია ჩვენი ოპერაციების სრულყოფის მიზნით.

მიგვაჩნია, რომ კლიენტების რეალურ დროში ინფორმირება მათთვის მეტად მნიშვნელოვანიააქედან გამომდინარესხვადასხვა საშუალებით ჩვენ მათ მუდმივად ვაწვდიდით განახლებულ ინფორმაციას საიმიგრაციო სიახლეებისცვლილებებისახალი კანონპროექტებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების შესახებვგეგმავთკლიენტებისთვის შევქმნათ ერთიანი პლატფორმა/პორტალისადაც განთავსებული იქნება მუდმივად განახლებადი ინფორმაციარაცშესაძლოარელევანტური იყოს მათ ქეისებთანაქვე განვათავსებთ ხშირად დასმული შეკითხვების კატეგორიასმნიშვნელოვან სტატიებსგაიდლანებსა და ყველაფერსრაც მაქსიმალურად აამაღლებს მომხმარებელთა ცნობიერებას ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით.

რაც ყველაზე მთავარიაპლატფორმა იქნება ერთგვარი ქეისების მართვის პორტალისადაც მომხმარებელ ასევე შეძლებ ყველა საჭირო დოკუმენტაციის ერთ სივრცეში თავმოყრაამავე სისტემაში შევაფასებთრამდენად რელევანტურია დოკუმენტაცია და რამდენად ეხმიანება აშშ- მიერ დადგენილ სტანდარტს.

ამასთანსამომავლოდ ვგეგმავთ ტომატიზებული შეტყობინებების სისტემის დანერგვასრათა მნიშვნელოვანი ინფორმაციაომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მომხმარებელთა სავიზო პროცესებზემათ მაქსიმალურად მცირე დროში მივაწოდოთ მათ",  განმარტავს ცოტნე მდივანი.

ვრცლად აშშ-ის სხვადასხვა ტიპის არასაიმიგრაციო და საიმიგრაციო ვიზების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ Kamkhadze PA-ის ვებგვერდზე: www.esq.mba.

წყარო:https://www.entrepreneur.com/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.