USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ამირან გამყრელიძის შვილის კომპანია, სს გეფა, 8-მილიონიანი ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია
თარიღი:  1198

ამირან გამყრელიძის შვილის კომპანია, სს გეფა, თითქმის 8-მილიონიანი სამედიცინო ხელთათმანების ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია.

2021 წლის 21 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 7 738 295 ლარი იყო. 

წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა, ტენდერში ერთადერთი მონაწილე სააქციო საზოგადოება გეფა იყო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა. 

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სს გეფამ ტენდერში უკვე გაიმარჯვა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რომ აღნიშნული ტენდერები არ შედგა და სს გეფა დისკვალიფიცირებულია. 

დისკვალიფიკაციის მიზეზი ტექნიკური დოკუმენტაციაა, სს გეფამ არ წარმოადგინა ტენდერში გამარჯვებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ, XL ზომის ხელთათმანთან დაკავშირებით. 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის