USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“
Date:  680

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“.

„დღეს დილით ადრე დადასტურდა სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალებისა, კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით. ეს გახლავთ 79 წლის ქალბატონი, რომელიც შევიდა 31 მარტს თსსუ-ში და გარდაცვალება დაფქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება Covid-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები არის მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, იმ ე.წ. კლასტერში, რომელშიც აღნიშნული ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია.

„ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არს კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ და ასევე, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად არის ცნობილი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way