ავადმყოფების გაწერა ყოველდღიურად ხდება და მე როგორც მაქვს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისგან, 800-900 საწოლია მთელ ქვეყანაში მობილიზებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საუბარია სხვადასხვა პროფილის საწოლზე, რადგან კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებით და მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა ან შესაძლოა იყოს ონკო პაციენტი. ამიტომ ერთიანობაში ამდენი საწოლია მობილიზებული“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.