დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მისი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.
„რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას.
მისივე განცხადებით, ოპოზიციისგან რომ იყოს მსგავსი მიწვევა, მისი გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი ოპოზიციური ძალისგან მიიღებს მსგავს შემოთავაზებას.
„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველდღე გაგინებს“, განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიის პრეზენტაციას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.
"მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას. პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბრის არც უფლება მაქვს და არც - სურვილი. დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი, წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.