USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე "ქართული ოცნების" სიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ
Date:  1657

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მისი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

„რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას.

მისივე განცხადებით, ოპოზიციისგან რომ იყოს მსგავსი მიწვევა, მისი გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი ოპოზიციური ძალისგან მიიღებს მსგავს შემოთავაზებას.

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველდღე გაგინებს“, განაცხადა პაატა იმნაძემ.

სიის პრეზენტაციას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

"მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას. პოლიტიკურ სიმპათიებზე საუბრის არც უფლება მაქვს და არც - სურვილი. დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი, წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way