USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ამირან გამყრელიძე - ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს
дата:  497

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამების (BA.4/ BA.5) წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განსაკუთრებით ეფექტურია „ბუსტერ“ დოზა.

„ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ჩვენ გვაქვს - „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი". რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით „ბუსტერი“,- განმარტავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, იმუნიზაციის არსებული ტემპით, საქართველოში იმუნური ფენის მაჩვენებელი, შესაძლოა, 85%-დან 60%-ზე დაბლა ჩამოვიდეს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს.

„სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა ჩვენ მაღალი გვქონდა მარტში, როდესაც 85% იყო, ამიტომაც გადავიტანეთ მარტივად აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს, ალბათ ახლა, იმუნური ფენა 85% აღარ გვექნება, შესაძლოა 60%-ის ქვემოთ ფარგლებში იყოს. საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, მით ნაკლები ალბათობა იქნება სხვა დიდი ტალღებისა",- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати