USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - უკვე სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს - ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში
Date:  933

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, საქართველოში სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი დაიწყო და შესაძლოა, პროცესი უკონტროლო გახდეს.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, ვირუსის პრევენციის მიზნით, არ წავიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე და თავი შეიკავონ დიდი შეკრებებისგან.

„რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური კლევები მიუთითებს იმაზე, რომ უკვე სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებებს, ყველა იმ მითითებებს თუ რეკომენდაციებს, რასაც იძლევა საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თითოეული დღეს საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი. დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთადერთი იარაღია ტვითიზოლაცია, არ არსებობს ჯერჯერობით ვაქცინა და იქნება ის კიდევ დაახლოებით წლის ბოლომდე. არ არსებობს მისი ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს. ჩვენ ექიმებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პრეპარატი იქნება, მაგრამ ალბათ უფრო შემოდგომის მეორე ნახევარში. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ არ იყოს დიდი ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში ის, რაც დღეს არის მსოფლიოში. ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ეპიდემიის მართვა თქვენი გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო გვერდზე დგომაა საჭირო, განსაკუთრებით ამ წინასააღდგომო პერიოდში. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა გადავიაროთ, როგორმე უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way