USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ამირან გამყრელიძე - უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი
дата:  1390

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო უცნობია. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევაში პირველწყარო, სავარაუდოდ, დადგინდება, თუმცა ორში, დიდი ალბათობით, ეს ვერ მოხერხდება.

გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე დადის ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სხვებს ასნებოვნებს, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.

„სამი შემთხვევის პირველწყარო არ ვიცით. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ პირველწყაროს, ისიც უკვე იზოლირებულია და არის შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერ დავადგენთ. ანუ ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცენდენტი. არის ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში, ის უკვე სხვას ასნებოვნებს. ამიტომ თვითონ ეს ფაქტია უკვე ძალიან საყურადღებო და საგანგაშო“, -განაცხადა გამყრელიძემ

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати