USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია
Date:  531

ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ ქვეყანაში ინფექციის შესაჩერებლად შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების აღმავალი ტენდენციის გამო და თქვა, რომ 3-4 ათასი დადასტურებული შემთხვევა ყოველდღიურად, საგანგაშო მაჩვენებელია. 

"ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way