USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ამირან გამყრელიძე - "საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს"
дата:  1245

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება გამორიცხული არ არის.

მისი განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა.

მისივე თქმით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში.

„რაც შეეხება პროგნოზს, გლობალურად სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. თვითონ ჩინეთში მნიშვნელოვანი კლებაა ახალი შემთხვევების. დღეს ბევრად ნაკლებია, თუ არ ვცდები 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რადიკალურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ისე, როგორც სიკვდილიანობა ჩინეთში, მაგრამ ჩინეთს გარეთ დაახლოებით უკვე 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე მაღალ დასენიანებული ქვეყნები არიან, სადაც უკვე 7000-ს გადასცდა შემთხვევათა რაოდენობა, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. ასევე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადაცდა შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს, კერძოდ გერმანიაში და საფრანგეთში. სხვა ევროპის ქვეყნებში არის ასეულებზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე 500-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს. რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზი ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგ

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати