USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი
Date:  1867

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების იმაზე ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკმაოდ რთული იქნება აპრილისა და მაისის თვის დასაწყისი. ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისკენ.

„ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, ვიხმარე ეს ტერმინოლოგია - პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კირიზისული. ისიც ვთქვი დაახლოებით, 10 დღის წინ, რომ ამ სტადიაში შევდივართ, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით დრო მოვიგეთ და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება. ამიტომ არის საჭირო, ყველამ დავიცვათ ის ღონსიძიებები, რასაც საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია გულისხმობს. აუცილებელია პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შეხვედრები, ნაკლები დიდი სუფრები და ა.შ. ნაკლები კი არა, საერთოდ აკრძალულია სუფრები. ამ ბრძოლაში პირველი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება! წამალი და მკურნალობა გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ადამიანი, საჭიროა, სოციალური დისტანცირება, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ ნაკლები დაზიანება შეიძლება იყოს. რაც შეეხება მედპერსონალს, პირველ რიგში, მადლობა ჩემ კოლეგებს, მთლიანად საქართველოს მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, უმცროს სამედიცინო პესრონალს, ისინი ყველანი თავდადებული ადამიანები არიან, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიებს, ყველას, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way