USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება - ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს
Date:  610

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს.

ამის შესახებ გამყრელიძემ ქვემო ქართლში განაცხადა, სადაც ეპიდვითარების გასაცნობად ჩავიდა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 35 ათასამდე ადამიანია აცრილი.

„პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთვარდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way