USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ამირან გამყრელიძე - განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება მოგვიწევს
Date:  673

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიურ მდგომარეობას ეხმაურება და საგანგაშოს უწოდებს.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თუ მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს არ დაიცავენ, საკოორდინაციო საბჭო იძულებული გახდება, დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს.

"განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way