USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
ამირან გამყრელიძე - ეჭვია, რომ ადამიანების ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს
дата:  461
გუშინ გვქონდა 19 000 ჯავშანი და, დაახლოებით, 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ჩვენს IT სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ გაუქმების მიზეზები რა იყო და ესეც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეიძლება ეჭვი იყოს, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. 
თუმცა, არის მეორე – რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, შეიძლება ადამიანები ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე. ან მესამე მიზეზი, მაგალითად, დაჯავშნილი ჰქონდათ Sinopharm-ზე, შემდეგ გადაჯავშნეს Pfizer-ზე. - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати